შიხაშვილი გიორგი  არტემის ძე
შიხაშვილი გიორგი არტემის ძე

შიხაშვილი  გიორგი  არტემის ძე (08.II.1950, თბილისი). ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ.,  დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის  ფაკ-ტი, ფინანსებისა და კრედიტის  სპეციალობით (1976-1981); მოსკოვის სახელმწ.  უნ-ტის  ასპირანტურა (1981-1984); დაიცვა  საკანდიდატო  დისერტაცია თემაზე: „წყალდაცვითი ღონისძიებების ეფექტიანობა საქართველოში“ (1985); დამტკიცდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის დოცენტად (1990-დან); მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება, სამრეწვ. წარმოების  ეკონომიკის  სპეციალობით (1996); მუშაობდა თსუ-ის სწავლების აქტ. მეთოდებისა და იმიტაციური  მოდელირების სასწ. ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1996-1998); თსუ-ის შრომის  ეკონომიკის კათედრის დოცენტად; გადაყვანილ იქნა მენეჯმენტისა და მეწარმეობის კათედრაზე (2001-დან); იყო ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006). გამოცემული აქვს ნაშრომები: „ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა: [თეორიისა და პრაქტიკის საკითხები]“ (ეკონომისტი, 1988, N11); „ბუნებას მტრად ნუ გავიხდით!: [ეკონომისტ-ეკოლოგიის საუბარი ბუნების დაცვის საკითხებზე]“ (კომუნისტი, 1988, 16 აგვისტო); „ეკონომიკის  სწავლების  მეთოდიკა“ (საქ. სტრატეგიული  განვითარების ცენტრის  ბიულეტინი, 2001, N71).

თხზ. შიხაშვილი, გ. (თანაავტორი). (1989). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გავითარების ეკოლოგიური კონცეფცია: მონოგრაფია. თბ.;  შიხაშვილი, გ. (თანაავტორი). (1990). ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება: (სალექციო კურსი): ნაწ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; შიხაშვილი, გ. (1996). ეკონომიკის ქრისტიანული  გააზრება  და  საქართველოს  მომავალი: მონოგრაფია. თბ., ზედაშე; შიხაშვილი, გ. (2003). მდგრადი განვითარების თეორია: (ეკონ. თეორიის სპეც. სტუდ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა; შიხაშვილი, გ. (2003). თეოლოგიური ეკონომიკა": (ეკონ. ფაკ. სტუდ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა; შიხაშვილი, გ. (თანაავტორი). (2004). მენეჯმენტის  საფუძვლები: დამხ. სახელმძღვ. თბ.; შიხაშვილი, გ. (თანაავტორი). (2012). პროექტების მენეჯმენტი. თბ. კავკასიის უნ-ტი.