შევარდნაძე ედუარდ
შევარდნაძე ედუარდ

შევარდნაძე ედუარდ (25.I.1928-07.VII.2014) თსუ-ის დიდმა საბჭომ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებაში, საქართვ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, საქართველოში მეცნიერების, კულტურის, უმაღლესი განათლების, საკუთრივ თსუ-სადმი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, მსოფლიოს თვალსაჩინო მოღვაწე, საქართვ. პრეზიდენტი, საპატიო დოქტორად აირჩია (09.I.1998).

შ. ე.-მა  სოფელ მამათის რვაკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილ. სამედ. ტექნიკუმში განაგრძო. სწავლობდა თბილ. პარტიულ სკოლასა და ა. წულუკიძის სახ. ქუთაისის პედაგოგიურ ინ-ტში (1959).

შ. ე. კომკავშირის (1946), კომპარტიის (1948), შემდეგ კი საქართვ. სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი იყო (1957-1961). შემდეგ იგი კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივნის, მოგვიანებით კი თბილ. პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივნის თანამდებობას იკავებდა (1961-1964).

შ. ე. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის წევრი გახდა (1958). იგი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილის (1964-1965), საქ. სსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის (1965-1972), შემდეგ კი საქ. კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის პოსტს იკავებდა (1985).

მ. გორბაჩოვის ინიციატივით, შ. ე. სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად  და საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად დაინიშნა (1985).

შ. ე. საქართვ. რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიე (1992), მისი თაოსნობით შეიქმნა პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ (1995).

შ. ე. ორჯერ იქნა არჩეული საქართვ. პრეზიდენტად (1995 და 2000).

საპარლამენტო არჩევნებში ს. ე.-ის ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“ გამარჯვებულად გამოცხადდა (2003), რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. საბოლოოდ, შ. ე. პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა (23.X.2003).