-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
შეროზია რევაზ
შეროზია რევაზ (13. VII. 1947, ქ. ზუგდიდი-01. XI. 2023), ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ (1975). იყო არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და ამავე ინ-ტის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე. იყო ფილოლ. მეცნ. კანდიდატი. მან დაიცვა დისერტაცია შემდეგ თემაზე: „პოტენციალის კატეგორია ქართველურ ენებში“ (1985).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): შეროზია, რ. (1994). ხალხური სიბრძნე: ტ.1. მეგრული და ლაზური ანდაზები. მსგეფსი.