-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
შერმადინი ზურაბ (15.I.1977, ახალგორი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1998) და მაგისტრატურა (2000). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მაგნიტურ ნივთიერებებში ბირთვული სპინური ექოს ფორმირების მექანიზმის კვლევა ბმრ სპექტროსკოპიის იმპულსური მეთოდებით“ (2009). იმყოფებოდა შვეიცარიაში, პაულ შერერის ინ-ტში, სადაც მუშაობდა PhD პროგრამაზე და იკვლევდა მეორე გვარის ზეგამტარებს მაღალი და ზემაღალი წნევების ქვეშ (2009-2013). შედეგად დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზეგამტარობის და მაგნეტიზმის კვლევა რკინაზე დაფუძვნებულ და კუპრატების მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში“(2014).გააგრძელა პოსტდოქტორის პოზიციაზე სამეცნ. კვლევები იმავე - პაულ შერერის ინსტიტუტში (2016-2018). ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით მოხდა ერთერთი ახალი ზეგამტარის Cs0.8(FeSe0.98)2 აღმოჩენაც და შესაბამისად მისი თვისებების გამოკვლევა ზემაღალი ჰიდროსტატიკული წნევების ქვეშ. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჰიდროსტატიკული წნევის უჯრედის ახალი ტიპის დიზაინი, რომელმაც განავითარა იმ პერიოდში მსოფლიოში რეკორდული წნევა, კერძოდ 2.5 გიგაპასკალი 5 მმ ცილინდრული ფორმის ნიმუშზე. შ. არის 60 ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. უმეტესობა სტატიების გამოქვეყნებულია ამერიკულ ჟურნალებში, როგორციაა Phys. Rev B და Phys Rev Letter. იგი ასევე მუდმივად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.კ ითხულობდა ლექციებს და ატარებდა ლაბორატორიულ მეცადინეობებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (2006-2009) და დღემდე არის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2019-დან).