-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოფიზიკოსი
შეყილაძე ეკა როსტომის ას (22.II.1988, რუსთავი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სამაგისტრო პროგრამა (ბიოფიზიკა, 2011). მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო სასწ. პროცესში, იყო თსუ-ის მედიც. ფაკ-ტზე მოწვეული პედაგოგი (2013-2017), თბილ. სახელმ. სამედ. უნ-ტში სამედ. ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი (2014-2019). არის თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი (2019-დან). იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სამედ. და გამოყენებითი ბიოფიზიკის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის უფრ. მეცნ. მკვლევარი (2019-2024) და ამავე ინ-ტის ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის კვლევების განყ-ების გამგე (უფრ. მეცნ. მკვლევარი, 2025-დან). ასევე არის თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირი (2019-დან). იყო ივ. ბერიტაშვილის ექსპერ. ბიომედიცინის ცენტის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორ. მეცნ. თანამშრომელი (2023-2024). ჩართული იყო და არის რამდენიმე, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშ. სამეცნ. პროექტში. არის 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში; ასევე აქტიურად მონაწილეობს რ–ც ადგილობრივ ასევე საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კომპლექსური ნანონაწილაკების და ლიპოსომების სტრუქტურების ბიოფიზიკური მეთოდებით კვლევა, ცოცხალ ორგანიზმებში რადიაციით გამოწვეული პროცესების შესწავლა, ასევე ენდემური ჯიშის ხორბლის მარცვალში, ღვივსა და ჯეჯილში ინოვაციური ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით წარმოქმნილი ფენოლური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა ცხოველური უჯრედების (Jurkat, MDCK) მოდელურ სისტემებში. დაიცვა დისერაცია და მიენიჭა აკად. დოქტორის ხარისხი(2017). ასოციაციის წევრობა: Academic Society for Functional Foods & Bioactive Compounds (ASFFBC) (2023 -2024); Academic Society for Functional Foods & Bioactive Compounds (ASFFBC) (2024 – 2025).