შენგელია ზურაბ ივანეს ძე
შენგელია ზურაბ ივანეს ძე

შენგელია ზურაბ ივანეს ძე (17.IV.1946,  ქ. თბილ.). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1980).  დაამთავრა თბილ. პირველი საშ. სკოლა (1964), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1970), მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინ-ტის (МИСиС) ასპირანტურა (1978 ). მიენიჭა დოცენტის წოდება (1988), და  თსუ-ის დოცენტის წოდება მათ. ანალიზის სპეციალობით (1996). არის საქ. პოლიტექნ. ინ-ტის ინჟინერი (1973 ),  მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინ-ტის (МИСиС) მასწავლებელი (1973-1979), საქ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნ. კვლევითი ცენტრის სამედ.  კიბერნეტ. ლაბორატ. უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1980-1983). თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის  უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1979) და დოცენტი (1983 -1998). საქ. პარლამენტის წევრი (1992-1995).  ქართ.-აფხ. ურთიერთობათა ინ-ტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (1999).  აფხაზურენოვან რადიო „ჰარას“ დამფუძვნებელი და ხელმძღვ. (1999). თსუ-ის აფხ. ინ-ტის დირექტორი (2008). მისი სამეცნ.  ინტერესების სფეროა ბანახის სივრცეში არამდგრადი პროექციული სქემების რეგულარიზაციის პირობების კვლევა წრფივ, არაწრფივ და არაცხად ოპერატორებიან არაკორექტულ განტოლებებისათვის განსაკუთრებულ (ბიფურკაციის) წერტილებში. იგი იყო მიჩიგანის უნ-ტის ჟურნ. „Mathematical Reviews” რეცენზენტი (აშშ, 1975-1978) და ბელგრადის უნ-ტის  მათ. და ელექტრო-ინჟინერიის ფაკ-ტის ჟურ. „Mathematic”-ის კონსულტანტი (იუგოსლავია, 1974-1976). მრავალი წლის  განმავლობაში იგი ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის და მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინ-ტის (МИСиС) მათ. კათედრებზე. იყო მისაღები საგნობრივი (მათემატიკა) კომისიის თავ-რე თსუ-ის ახალციხის ფილიალში (1990-1991) და თბილ. დამოუკიდებელ უნ-ტში (1991-1992). თსუ-ის საუნივერსიტეტო ავტონომიის შემუშავების ჯგუფის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვ. (1988-1989). საქ. პარლამენტის სასკოლო განათლების რეფორმის ქვეკომისიის თავ-რე (1992-1995). განათლების რეფორმის სახელმწ. პროგრამის პროექტის „განათლების რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფა“  ხელმძღვ. (1996-1998 ). ამჟამად პროგრამა  „გავიცნოთ აფხაზეთის“  სამეცნ. ხელმძღვ. და თსუ-ის აფხაზეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. 

თხზ.: Шенгелиа, З. (1976).  Некоторые замечания о сходимости проекционных  методов. Сообщ. АН ГССР, 84, N2, ноябрь; Шенгелиа, З. (1978).  О регуляризации отыскания приближенных решении. Сообщ. АН ГССР, 89, N2, февраль;  Шенгелиа, З. (1979).  К теории неявных операторов. Всесоюзная конференция по асимптотическим методам в теории сингулярно-возмущенных уравнений. Тезисы докладов “Наука“  Казах.ССР  Алма-Ата.