-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
შენგელია თემურ ხუტას ძე (12.IX.1960, სოხუმი), თსუ–ის პროფესორი, საერთაშ. ბიზნესის კათედრის ხელმძღვ., ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი (1977-1982), ასპირანტურა (1984-1987), დოქტურანტურა (1994-1998) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,სამეცნიერო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სოციალ-ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენის მეთოდები“ (1989). უნ-ტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნ. ხარისხი (1990). მუშაობდა აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწ. კომიტეტის თავ-რის პირველ მოადგილედ, თსუ-ის სოხუმის ფილიალის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანად, მეწარმეობის ეკონ. და მართვის კათედრის გამგედ (1998–დან). არჩეულია აფხაზეთის მეცნ. აკად. ნამდვილ წევრად და ვიცე-პრეზიდენტად (1990-1998). მეცნიერების დარგში მიღწევებისათვის დაენიშნა საქართვ. პრეზიდენტის პირველი ხარისხის სტიპენდია (1999-2002). იგი სოხუმის სახელმწ. უნ-ტის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის დეკანია (1998-2002). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1999) და მიენიჭა პროფესორის ხარისხი (2000). იყო საქართვ. ეკონ. მეცნ. და ბიზნეს აკად. წევრი (2000-2001). შ.თ. თსუ–ის პროფესორია (2005). არჩეულია თსუ–ის აკად. საბჭოს წევრად (2018). საქართვ. პარლამენტის მიერ არჩეული იყო საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრად და საქართვ. ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრად (2005-2012). ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშ. აკად. წევრია (2015). გაიარა სწავლება, სტაჟირება, ტრენინგები, საკვალიფიკაციო კურსები, სემინარები სხვადასხვა ქვეყნის ცენტრებსა და სააგენტოებში, მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში რ–ც მომხსენებელი, ასევე სპიკერისა და სარედაქციო საბჭოს წევრის რანგში. მონაწილეობდა სამეცნ. საგრანტო პროექტებში, სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრია (2005-2025). არის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის საბჭოსა და საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს წევრი და ასევე საქართვ. ეკონომიკის მეცნ. აკად. და ბიზნეს-აკად. წევრი (2006–დან). საერთაშ. სამეცნ. ჟურნალების: Global Word-ის და Georgian Maritime Scientific Journal-ის რედკოლეგიის წევრი (2022–დან). არის ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშ. აკად. წევრი (Member of International Academi Economic and Business), სხვადასხვა სამეცნ. ჟურნ. სარედაქციო საბჭოს წევრი. არის რუსეთ-საქართვ. ომის ვეტერანი. დაჯილდოებულია სიგელებით, ღირსების მედლით, თსუ-ის ოქროს მედლით. 2024 წლიდან საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ექსპერტია (2024). არის 200-მდე სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 11 მონოგრაფიისა და 22 სახელმძღვანელოს ავტორი (თანაავტორი).
თხზ.:Shengelia, Т., Krysovaty, A. (2021). Visegrad Group: a form of establishment and development of European integration: [Monograph.] Tb., TSU; შენგელია, თ. (2022). საერთაშორისო მენეჯმენტი. თბ., გამომც. ახალი საქართველო; შენგელია, თ. (2022). ბიზნეს-სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების თავისებურებები გლობალიზაციის პირობებში. თბ., გამომც. მერიდიანი ISBN; შენგელია, თ. (თანაავტორი). (2022). საერთაშორისო ბიზნესის ქროს-კულტურული ურთიერთობები. თბ., უნივერსალი; შენგელია, თ. (2023). ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. ნაწ.1, 2. თბ., უნივერსალი; შენგელია, თ. (2024). კვლევის მეთოდები ბიზნესში. თბ., უნ–ტის გამ–ბა; შენგელია, თ. (2024). გლობალური ბიზნესი. თბ., გამომც. უნივერსალი.