შენგელია ნინო ივანეს ასული
შენგელია ნინო ივანეს ასული

შენგელია ნინო ივანეს (ვანო) ასული (10.VII.1953, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1975). აკად. ს. დურმიშიძის სახ. ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ასპირანტურა (1980). ბიოლოგიის მეცნ. კანდ. (1986). საკანდიდატო დისერტაცია «დნმ-ის სტრუქტურული ორგანიზაციის შესწავლა». მუშაობდა აკად. ს. დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინ-ტის უმცროს,  უფრ. და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელის პოზიციაზე  (1975 – 2006). აკად. ს. დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინ-ტის    სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი (1995 – 2006). «თბილღვინოს» ლაბორიის  გამგე, წამყვანი სპეციალისტი  (2000 – 2006). მუშაობდა თსუ-ის მაკრომოლეკულების კათედრაზე და კითხულობდა სალექციო კურსს:  ბიოქიმია, ზოგადი ბიოლოგია   (1991 – 1997), ზუსტ და საბუნებისმეტყველი მეცნ. ფიზიკის ფაკ-ტზე,   ბიოფიზიკის ქვემიმართულებაზე, მასწავლებლად (2006-მდე), სალექციო კურსი ბაკალავრიატში: ბიოქიმიის საფუძვლები,    ბიოუსაფრთხოვების პრინციპები;  ბიოფიზიკის საფუძვლები,  სამედ. ბიოფიზიკის საფუძვლები, ფიზ. ქიმია ბიოფიზიკოსებისათვის, მაგისტრატურაში: მიკრობების ბიოფიზიკა. ამავდროულად სასემინარო და  სალაბორატორიო სამუშაოები როგორც ბაკალავრიატში (ბიოქიმია, სამედიცინო ბიოფიზიკა), ასევე მაგისტრატურაში (მიკრობების ბიოფიზიკა, ფიზ. მეთოდები ბიოლოგიაში). მონაწილეობდა საგრანტო პროექტებში: გრანტი № TS 02-369, “ბაქტერიოფაგებისა და ბაქტერიის მემბრანების ურთიერთქმედების მექანიზმების ბიოფიზიკური კვლევა”, საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი, (2009- 2011), გრანტი № TS  02-374,  “მუხტის გადატანის კვანტური და სტოქასტური მექანიზმები ბიომოლეკულებში. კავშირი ფუნქციურ აქტივობასა და თერმოდინამიკურ სტაბილობას შორის”, საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი,  (2009- 2011), გრანტი № 85-642, “მუხტის გადატანა და გლობულარული ცილების სატაბილურობა: კომფორმაციული ფლექსიბილობის ბილატერალური როლი”,  გერმ. ფოლცვაგენის ფონდი,   (2010- 2011), გრანტი FR 771/7- 230/11, „გლობულარული ცილების ენერგერიკული ბუნება. კვანტური ეფექტების და კონფორმაციული ფლექსიბილობის როლი და გავლენა ფუნქციასა და სტაბილობაში“, რუსთაველის საზ-ების ფონდი, (2012-2014). მონაწილეობდა შემდეგ საერთაშ. კონფერენციებში: ავსტრია, გრაცი (1992); საფრანგეთი, ნანტი (1996); იტალია, გენუა (2009); შვედეთი, გეტებორგი (2010); იტალია, ტურინი (2011); უნგრეთი, ბუდაპეშტი (2011); აშშ, ევერგრინი (2011);  აშშ, ევერგრინი (2015). გამოქვეყნებული აქვს   15 სამეცნ. სტატია. არის სასკოლო სახელმძღვანელოს - ბიოლოგია  თანაავტორი მ. მაყაშვილთან ერთად. იყო რამოდენიმე სადისერტაციო ნაშრომის ხელმძრვ., რ-იც წარმატებით იქნა დაცული და ავტორებს მინიჭებული აქვთ კანდიდატის სამეცნ. ხარისხი.

თხზ.: შენგელია, ნ. (თანაავტორი). (2008). ბიოლოგია: 11/12 [კლასი]: სახელმძღვანელო. [თბ.], საქართველოს მაცნე; შენგელია, ნ. (თანაავტორი). (2008). ბიოლოგია: 11/12 [კლასი]: მასწავლებლის წიგნი. [თბ.]. საქართველოს მაცნე.