-
ავტორი
- კატეგორიები: გეოლოგი პროფესორი პარტიული მუშაკი
შენგელაია გურამ შალვას ძე (27.V.1925, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის გეოლოგიის ფაკ-ტი (1944); გეოლოგი; მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტში (1949-დან), ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად(1951), შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1967); გეოლ. მინ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დედამიწის ქერქის აგებულება მდ. მტკვრის აუზის დასავლურ ნაწილში“ (1962); საქართვ. მეცნ. აკად. დედამიწის შემსწავლელი მეცნ. განყ-ბის სწავლული მდივანი (1963); თსუ-ის დოცენტი (1968-1976); მუშაობდა სტუ-ში (1982); პროფესორი (1984); გეოფიზიკის ინ-ტთან არსებული საცდელ-მეთოდური გეოფიზიკური ექსპედიციის ხელმძღვ. (1982); გეოლ. მინ. მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კავკასიის დედამიწის ქერქის გრავიტაციული მოდელი“ (1983); საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988); საქართვ. ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნ. სამსახურის უფრ. (1996); საქართვ. მეცნ. აკად. პარტბიუროს მდივანი (1964-1971); კალინინის რ-ნის დეპუტატი (1968-1970); კავკ. და მიმდებარე ტერიტორიის გრავიმეტრიული რუკის მთ. რედაქტორი; მიღებული აქვს საქართვ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984); საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. დარგში (1994); ღირსების ორდენი (2000). იგი რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორია.
თხზ.: Шенгелаиа, Г. (1966). Результаты определения средних плотностей горных массивов гравиметрическим методом на территории Большого Кавказа. Тб., Изд-во Мецниереба; Шенгелаиа, Г. (1968). Строение Земной коры западной части бассейна р. Куры. Тб., Изд-во Мецниереба; Шенгелаиа, Г. (1971). Таблицы для вычисления гравитационного эффекта трехмерной модели Земной коры. Тб., Изд-во Мецниереба; Шенгелаиа, Г. (1978). Метод построения трехмернойгравитационной модели Земной коры. Тб., Изд-во ТГУ; შენგელაია, გ. (1984). კავკასიის დედამიწის გრავიტაციული მოდელი. თბ., ნედრა; შენგელაია, გ. (1996). ჰიპოცენტრია გრავიტაციული მოდელი. თბ., მეცნიერება.