-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
შენგელაია ალექსანდრე ჯემალის ძე ( 03.XI.1968, თბილისი). თსუ-ის პროფესორი. საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი. თსუ-ის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის გამგე. წარჩინებით დაამთავრაა ყაზანის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1990), სპეციალობით რადიოფიზიკა და ელექტრონიკა. ასპირანტურის კურსი გაიარა ქ. ვროცლავის პოლონეთის მეცნ. აკადემიის დაბალი ტემპერატურების და სტრუქტურული კვლევების ინს-ტში (1992-1995). იმავე ინს-ტში მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი - PhD ფიზიკაში (1995). შ. ა. ციურხის (შვეიცარია) უნ-ტის ფიზიკის ინს-ტის პოსტდოქტორია (1996-2001) და იყო პროფ. ჰ. კელერისა და კ. ა. მიულერის (ნობელის პრემია 1987) ჯგუფში. მუშაობას აგრძელებს იქვე, როგორც მეცნიერ-თანამშრომელი (2002-2005). შ.-ს მიენიჭა ფიზიკა-მათემეტიკის მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (საქართვ. სწავლულ ექსპერტთა საბჭო, 2004). იგი ხდება თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი და კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის გამგე (2006). შ. ა. არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2008-2016), უნ-ტის აკად. საჭოს წევრი (2006-2014), ციურიხის უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2013). იგი ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინს-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელია (2015), ამავე ინს-ტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყ-ბის გამგე (2018), ვერსალის უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2016), თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2018). შ. ა. არჩეულ იქნა საქართვ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსად (2023). შ.-ს სამეცნ. შრომები ეხება ექსპერიმენტულ კონდენსირებულ გარემოს ფიზიკას, მაგნიტურ რეზონანსს, ზეგამტარობას და მაგნეტიზმს, მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს და მომავლის ტექნოლოგიებისთვის პერსპექტიული მასალების კვლევას. შ. ა.-ს გამოქვეყნებული აქვს 105 სამეცნ. შრომა იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. ჟურნალებსა და სხვა საერთაშ. გამოცემებში. მათ შორის 40 პუბლიკაცია Physical Review Letters და Physical Review -ში. ციტირების ინდექსი 2300 (Web of Science), h - ინდექსი 28. გაკეთებული აქვს 30 მოხსენება საერთაშ. კონფერენციებზე კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში კონფერენციების ორგაგანიზატორების მიწვევით. შ. ა.-ს მიღებული აქვს საქართვ. პატენტი: 6175, ოქსიდური კერამიკული მასალების მყარსხეულოვანი სინთეზის ხერხი“. ასევე ევრ. პატენტი: EP 2 945 918 B1, “ Rapid Solid-State Reaction of Oxides with Ultraviolet Radiation”. მის მიერ ორგანიზებულია რამდენიმე საერთაშ. კონფერენცია: International Symposium in Honor of G.Bednorz and K.A. Muller: High-tempeture Superconductivity in Cuprates – Original Concept and New Developments, Tbilisi State University, Tbilisi, Georgia, October 8-11, 2007. 17th International Conference on Gettering and Defect Engineering in Semiconductor Technology, Lopota resort, Georgia, October 1-6, 2017. International School and Conference on Functional Materials for Modern Technologies, Batumi, Georgia, 1-7,2022. იგი რეცენზენტია აშშ-ს ფიზიკური საზ-ების ჟურნ. „Physical Review Letters და Physical Review“. ასევე რედაქტორია Journal of Superconductivity and Novel Magnetism (Springer). არის ევროპის მაგნეტიზმის ასოციაციის გენ. საბჭოს წევრი. ჯილდოები: საქართვ. ეროვნ. სამეცნ. პრემია (2020), ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნ. ფორუმის ჯილდო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერბებში (2014), მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი ფიზიკის დარგში (2014).