შემთხვევითი პროცესების თეორიის კათედრა
შემთხვევითი პროცესების თეორიის კათედრა

შემთხვევითი პროცესების თეორიის კათედრა (1971-2005). თსუ-ის სტრუქტურული ერთეული. მოხდა დაარსებული კიბერნეტიკის ფაკ-ტის (1963) რეორგანიზაცია (1970-1971), დამატებით შემოტანილი იქნა ახ., გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობა და ფაკ-ტს ეწოდა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტი. იმავდროულად, უმაღლ. მათემატიკის კათედრას გამოეყო შემთხვევით პროცესების თეორიის კათედრა, რომლის ხელმძღვ. იყო პროფ. ნიკოლოზ ვახანია. კათედრის ძირითადი სამეცნ. მიმართულებას წარმოადგენდა ვექტორულ სივრცეებში ალბათურ განაწილებათა თეორია. ამ მიმართულებით გამოკვლევების საფუძველზე გამოიცა ორი მონოგრაფია: ნ. ვახანიას „ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში“ (1971, რ-იც ინგლისურად გამოსცა გამ-ბა „ნორთ ჰოლანდმა“, 1981) და ნ. ვახანიას, ვ. ტარიელაძისა და ს. ჩობანიანის „ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეში“ (მოსკ., 1985).