-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი კურსდამთავრებული ასოცირებული პროფესორი
შელია მზია გრიგოლის ასული (5.IV.1961, ტყიბული), ეკონომისტი, დაამთავრა თსუ-ის ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტი შრომის ეკონომიკის სპეციალობით (1979-1984). მუშაობდა ტყიბულში სხვადასხვა ორგანიზაციაში (1984-1988). დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინ–ტის მკვლევარია (1991–დან), ამავე ინ–ტში დაიცვა დისერტაცია თემაზე - „საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება და მისი სოციალ-ეკონომიური შედეგები“ (1999) და მიენიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება (2004). მიწვეული იყო თსუ-ში პედაგოგად (2006-2008). აირჩიეს ასისტენტ-პროფესორად (2006-2022), ასოცირებულ პროფესორად (2022–დან). შ. მ. არის თსუ–ის მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი და ჟურნ. „მიგრაციის“ რედკოლეგიის წევრი. გარდა უნ-ტისა, კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწ. უნ-ტის ბიზნესისა და სამართლის ფაკ-ტზე (2009-2010), გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტზე (2010-2015), საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნ-ტში (2018), კავკასიის უნ-ტის ეკონომიკის სკოლაში (2019). გამოაქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი:,,შრომითი ემიგრაციის გავლენა საქართველოს დემოგრაფიული განვითარებაზე პოსტსაბჭოთა პერიოდში" (მიგრაცია = MIGRATION , №7, 2016); ,,ქალთა შრომითი ემიგრაცია საქართველოდან" (მიგრაცია = MIGRATION , №7, 2016); ,,მოსახლეობის აღრიცხვის სრულყოფის შესახებ" (ეკონომისტი, ტ. XX, N3, 2024) და სხვა. შ. მ. მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მომხსენებელია.
თხზ.: შელია, მ. (1989). მოსახლეობის დაბერება საქართველოში. თბ., საქ. მეცნ. აკად. დემოგრ. და სოციოლ. კვლევის ინ-ტი; შელია, მ. (2013). ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოში=Elderly population in Georgia: (სოციალური და ეკონომიკური პრობლემები). თბ., უნივერსალი ISBN 9789941179990; შელია, მ. (2022). საქართველოს სტუდენტობა სოციალურ-შრომით და დემოგრაფიულ პრიზმაში= Georgia's students in social-labor and demographic prism:[მონოგრაფია]. თბ., უნივერსალი, ISBN9789941332685; შელია, მ. (2024). სასწავლო მიგრაცია საქართველოდან=Educational migration from Georgia:(ივანე ჯავახიშვილის კვლევის კვალდაკვალ). თბ. უნ–ტის გამ–ბა, ISBN9789941362828.