-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ლიტერატურათმცოდნე
შელეგია მამუკა ენუქის ძე (10.V.1950), ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1973), ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1984), თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (1989); გალაკტიონის კვლევის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი (2001), სტუ-ის ლექტორი (1989); პ. გუგუშვილის სახელმწ. ჰუმანიტარულ-ეკონ. ინ-ტის ლექტორი (2002-2006). შ.მ.-ს მეცნ. ინტერესის სფეროში მოქცეულია მეოცე საუკუნის ქართ. პოეზიისა და პროზის პრობლემები. ეკუთვნის მონოგრაფიები კ. ლორთქიფანიძის, დ. (ქუჩუ) ქავთარაძის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ: „კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა“ (1984); „დემონი (დიმიტრი (ქუჩუ) ქავთარაძე)“ (2004); „გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, I (2020).
თხზ.: შელეგია, მ. (1990). ხიბლი ძველი სიმღერისა. თბ.,საქართვ. მეცნ. აკადემიის გამ-ბა; შელეგია, მ. (2007). საქმიანი ურთიერთობები, მიმოწერა და საქმის ქაღალდები. თბ.,სტუ-ის ქართ. ენის, ლიტერატურის და ჟურნალისტიკის კათედრა. ISBN: 9789992805855; შელეგია, მ. (2013). რეკლამა მასკომუნიკაციაში. თბ., სტუ-ის ქართ. ფილოლ. და მედიატექნოლოგიების დეპარტ. ISBN: 9789941220579.