შავიშვილი რევაზ
შავიშვილი რევაზ

შავიშვილი რევაზ (29.V.1955, თბილ.), დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი (1978). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1978-1992); საქართვ. სახელმწ. საბჭოს წევრი (1992); თავმჯდომარეობდა საქართვ. კონტროლის პალატას (1992-2000); იყო საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს წევრი  (1997-2000) და თბილ. საკრებულოს წევრი (2002); იყო თბილ. საარბიტრაჟო პალატის თავმ-რე, არბიტრი (2000-დან); ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია "დასს" (1989-1992); იყო საქართვ. რესპ. პარტიის წევრი (1992-1996) და საქართვ. ნაციონალური მოძრაობის თანათავმჯდომარე (2001-2002); ხელმძღვანელობდა საქართვ. ლიბერალურ პარტიას (2002-2006); იყო პოლიტ. გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" გენ. მდივანი და პოლიტ. საბჭოს წევრი (2006-დან). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992). ჯილდოები, პრემიები და პრიზები: ღირსების ორდენი (2000).