-
ავტორი
- კატეგორიები: ასოცირებული პროფესორი მათემატიკოსი
შავგულიძე ქეთევან შოთას ასული (13.III.1958, ქ. ქუთაისი). მათემატიკოსი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი(2009), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (PhD), (ლენინგრადის, ამჟამად სანკტ-პეტერბურგის, სახელმწ. უნ-ტი, 1989). დაამთავრა ქუთაისის 28-ე საშ. სკოლა (1975), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკულტეტი (1980), და ასპირანტურა (1989). სამეცნ.-პედ. საქმიანობა დაიწყო ქუთაისის პოლიტექნ. ინ-ტში ასისტენტის თანამდებობაზე (1980-1989), მუშაობდა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე მოწვეულ ლექტორად (1989-2009), არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ–ტის მათ. დეპარტ. ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2009-დან). მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა რიცხვთა ანალიზური თეორია, კერძოდ: ნატურალური რიცხვის წარმოდგენათა რაოდენობა კვადრატული ფორმებით, მოცემული კვადრატული ფორმების შესაბამის სფერულ ფუნქციათა და განზოგადებულ თეტა-მწკრივთა სივრცეების გამოკვლევა, ამ სივრცეთა განზომილების დადგენა და ბაზისების მიღება. არის 2 სახელმძღვანელოს ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. სტატია, მათ შორის საერთაშ. მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში. შ.ქ.–ს მნიშვნელოვანი სამეცნ. ნაშრომები წარმოდგენილია Google Scholar-ში.