შატბერაშვილი ოლეგ
შატბერაშვილი ოლეგ

შატბერაშვილი ოლეგ (1.IV.1943, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). იყო საქართვ. მეცნ. და ტექნიკის კომიტეტის მთ. სპეციალისტი (1974-1976); საქართვ. სამეცნ.-ტექნოლოგიების ინფორმაციის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დირექტორია (1976-დან); ჟურ. "Научно-техническая информация"-ს რედკოლეგიის წევრი (ВИНИТИ, მოსკოვი, 1987-დან); თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციაში; მისი შრომები ეძღვნება ფიზიკისა და ინფორმაციის საკითხებს; შეიმუშავა საქართვ. საპატენტო საქმიანობის, მეცნ. და ტექნოლოგიების განვითარების კონცეფციები და სხვა; სტუდენტურ თამაშებში გამარჯვებული (1964) და საქართვ. მრავალგზის ჩემპიონი ხელბურთში; ფიზ.-მათ.  მეცნ. კანდიდატი (1973).