-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი
შატბერაშვილი ნინო ნუგზარის ას (26.II.1968, ქ. თბილ.), სოც. მუშაობისა და სოც. პოლიტიკის სპეციალისტი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2017). მუშაობს თსუ-ში მოწვეულ ლექტორად(2004). ასისტენტ-პროფესორი (2010). არის სოც. მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში სოც. მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმან. პროგრამების შემუშავებაში თსუ-ში. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში კითხულობს კურსებს: სოც. კეთილდღეობის პოლიტიკა; სოც. მუშაობის პერსპექტივა; საერთაშ. სოც. კეთილდღეობა; საერთაშ. სოც. მუშაობა; სოც. ადვოკატობა; მუშაობა ბავშვებთან და ოჯახებთან; სოც. მუშაობის პრაქტიკა; აგრეთვე ინგლ. ენაზე-კეთილდღეობის სისტემის რეაგირება სოციალურ საჭიროებებზე. შ.ნ. არის სოც. მუშაობისა და სოც. პოლიტიკის დოქტორი. სადოქტორო ხარისხი მიიღო ლუბლიანას უნ-ტში (2016). სადოქტორო სწავლება გაიარა ევროპის 5 უნ-ტში სოც. მუშაობისა და სოც. პოლიტიკის საერთაშ. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში (2007–2010). სოც. მეცნ. მაგისტრი-კოლუმბიის უნ-ტი (ნიუ-იორკი, 2004), ძირითადი მიმართულება-სოც. მუშაობა, სპეციალობა-სოც. პოლიტიკა; დამატებითი მიმართულება-საერთაშ. სოც. კეთილდღეობა. შ.ნ.-ს კვლევები მოიცავს ბავშვთა კეთილდღეობისა და მართლმსაჯულების საკითხებს, სოც. მუშაკის როლს სოც. პრობლემების დაძლევაში, სოც. მომსახურებებისა და სოც. რეფორმების ეფექტიანობის შეფასებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შ.ნ. ხელმძღვანელობდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტს-,,ფსიქოსოციალური მომსახურების ეფექტიანობის ხელშეწყობა“ (2022–2025). არის მრავალი სამეცნ. პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორი და თემატური რედაქტორი. სოციალურ მუშაობასა და კეთილდღეობაში შ.ნ.-ს პრაქტ. გამოცდილება მოიცავს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკას, ოჯახს გარეთ მზრუნველობის პროგრამებში ჩართულ ბავშვებსა და ოჯახებს, ქალებთან მუშაობას, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, ქვეყანათშორისი გაშვილების საკითხებს, სოც. მომსახურებების აკრედიტაციის სტანდარტებსა და კეთილდღეობის სისტემის ეფექტიანობის შეფასებას. შ.ნ.-ს აქვს მუშაობის გამოცდილება არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში, ადგილობრივ და საერთაშ. ორგანიზაციებში. იყო სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფრ. საქართვ. იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნ. სააგენტოში; ფსიქოსოციალური მომსახურებების მიმართულებით კურატორი მოადგილე საქართვ. განათლების, მეცნ. და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმან. დაწესებულების მანდატურის სამსახურში. ამჟამად არის თსუ-ის ბავშვის უფლებების ცენტრის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოში პირველი ბავშვის უფლებების სამაგისტრო პროგრამის განვითარებას თსუ-ში (2024–2025). შ.ნ. იყო სოც. მუშაობის უმაღლ. განათლების I და II საფეხურის დარგობრივი მახასიათებლების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრი; ამჟამად არის ბავშვის უფლებების II საფეხურის საგანმან. პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემმუშავებელი ჯგუფის წევრი. მონაწილეობს სოც. მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესებში. შ.ნ. აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშ. სამეცნ. ფორუმებსა და კონფერენციებში. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სოც. მუშაობის ინტერნაციონალიზაციის პროცესში; მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დამყარდა თანამშრომლობა ივესკიულას უნ-ტთან (ფინეთი), გენტის უნ-ტთან (ბელგია) და პარიზის ნანტერის უნ-ტთან (საფრანგეთი). ნ.შ. არის არაერთი ეროვნ. და საერთაშ. პროფესიული ორგანიზაციის დამფუძნებელი და/ან მმართველი ორგანოს წევრი, მათ შორის: საქართვ. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და დირექტორატის წევრი; საქართვ. სოციალურ მუშაკთა კლუბის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; განათლებისა და ზრუნვის სისტემაში კონფლიქტის მართვისა და მათზე რეაგირების ევროპ. ფედერაციის გამგეობის წევრი; საერთაშ. სოც. კეთილდღეობის საბჭოს მეორე წარმომადგენელი ევროპის საბჭოში; სოც. მუშაობის მენეჯმენტის ქსელის წევრი.
თხზ.: Shatberashvili, N. (2012). Social Work Development in Georgia. Social Policy and Social Work In Transition; Shatberashvili, N. (2014). Poverty reduction programme in Georgia: Facts and policy measures. Družboslovne razprave, 76: 55–68; შატბერაშვილი, ნ. (2018). სოციალური ადვოკატობა: სოციალური მუშაობის პერსპექტივა. განათლების საერთაშორისო ცენტრი; შატბერაშვილი, ნ. (2018). სოციალური მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. ონლაინ გამოცემა; შატბერაშვილი, ნ. (2019). სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში; შატბერაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2020 ). კვლევა სოციალურ მუშაობაში. უნ–ტის გამ–ბა; Sadzaglishvili, S., Akobia, N., Shatberashvili, N., Gigineishvili, K. (2020). A Social Work Intervention’s Effects on the Improvement of School Culture. ERIS Journal-Winter; შატბერაშვილი, ნ. (2022). სოციალური მუშაობის როლი სასკოლო გარემოს გაჯანსაღებისათვის. ონლაინ გამოცემა; Shatberashvili, N., Sadzaglishvili, S. (2022). SDG-Focused Social Work Education in Georgia. Social Work Education – The International Journal; Partskhaladze, N., Shatberashvili, N. (2023). History of Social Work Development in Georgia. Socialinis Darbas; Shatberashvili, N. (2024). Social Service Response to the Needs of Ukrainin Refugees. Journal of Human Rights and Social Work; Shatberashvili, N., Sarieva, T., Sutidze, M. (2024). Difficulties in Identification of Psychosocial Problems of School Children Socialinis Darbas; Shatberashvili, N., Sadzaglishvili, S. (2024). Social Work Development in Georgia: Lessons from the Covid-19 Pandemic. Routledge; შატბერაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2024). მაკრო პრაქტიკა სოციალურ მუშაობაში. უნ–ტის გამ–ბა.