შათაშვილი ნანა ლულის ასული
შათაშვილი ნანა ლულის ასული

შათაშვილი ნანა ლულის ასული (25.I.1959, თბილისი), ფიზიკოსი, ფიზ.მათ. მეცნ. დოქტორი (2005), პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტურა, სპეციალობით "თეორ. ფიზიკა" (1984). მუშაობს თსუ-ში (1980-დან) და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (2005-დან). სხვადასხვა დროს ხანგრძლივი დროით მუშაობდა, როგორც მიწვეული პროფესორი/მკვლევარი, უცხოეთის წამყვან სამეცნ. ცენტრებსა და სასწ. დაწესებულებებში (მათ შორის პროფესორად: ტოკიოს უნ-ტში, იაპონია (2001-2002), ალკალა-დე ჰენარესის უნ-ში, მადრიდი, ესპანეთი (1995-1996), მკვლევარად: ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, გოტენბურგი, შვედეთი (2008-2011), ბრიტანეთის კოლუმბიის უნ-ში, ვანკუვერი, კანადა (1991)); არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყვლო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი (2009-დან); ამავე დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე (2013-დან); თსუ-ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2018-დან). მისი ძირითადი სამეცნ. ინტერესებია: თეორ. პლაზმური ასტროფიზიკა, არაწრფივი მაგნიტოჰიდროდინამიკა, მაგნიტო-სითხური ბმების თეორია, მზის ფიზიკა, დისკი-ჯეტის სისტემების ფიზიკა, რელატივისტური პლაზმის დინამიკა, კომპაქტური ობიექტების ფიზიკა. მის მიერ შემოთავაზებული თეორიები და აღიარებული ძირითადი სამეცნიერო შედეგებია: ვარსკვლავთა ატმოსფეროებში ჩაკეტილი სტრუქტურების ერთდროული ფორმირებისა და პირველადი გაცხელების და ასევე დინების აჩქარების/გენერაციის მაგნიტო-სითხური ბმების განზოგადებული თეორია; დიდ-მასშტაბიანი მაგნიტური ველის გენერაციის თეორია მძლავრი გამოსხივებით; განზოგადებული ბელტრამის დინების მოდელი დისკი-ჯედის სისტემის ფორმირების უნივერს. ბუნების ასახსნელად. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნ. პუბლიკაცია, მათ შორის 50-მდე მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. გახლდათ თსუ-ის ფიზიკის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2016-2018); მუდმივმოქმედი ფიზიკის დარგობრივი სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარეა (2018-დან). არის არაერთი საერთაშ. კონფერენციისა და თანამშრომლობის პროექტის თანაორგანიზატორი, ასევე მიწვეული რეფერი არაერთი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნალისა. თბილ. ებრაული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გახლდათ მრავალი ეროვნ. და საერთაშ. საგრანტო პროექტის სამეცნ. ხელმძღვ., წამყვანი მკვლევარი, მენეჯერი. არის ფიზიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ.-კოორდინატორი (2008-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "კინეტიკური ეფექტების ზეგავლენა ლენგმიურის ტალღების არაწრფივ დინამიკაზე" (1986)  სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "მაგნიტო-ჰიდროდინამიკური დინებები ორ-სითხოვან პლაზმაში",  (2005). მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და სამეცნ. პრემია (მათ შორის): თსუ-ში წარჩინებული სწავლისათვის: რუსთაველის სახ სტიპენდია (1976-1977), ლენინის სახ. სტიპენდია (1977-1980), თსუ-ს ოქროს მედალი ფიზიკის დარგში პედ. და სამეცნ. დამსახურებისათვის (2021), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნ. მსოფლიო დღესთან დაკავშირებით) ფიზიკის დარგში სამეცნ. მიღწევებისთვის (2023), საქართვ. ეროვნ. მეცნ. აკადემიის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახ. პრემია ფიზიკაში (2024), Senior Associate (2010-2018), Regular Associate (1998-2010) - Abdus Salam International Centre for Theoretical  Physics, Trieste, Italy.

თხზ.: Shatashvili, N. (თანაავტორი). (1994).  Textbook for undergraduate students: Laboratory Trials in General Physics (Mechanics, Molecular Physics) (in English). Edited by Georgian Technical University, 52 გვ.