-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
შატაკიშვილი თამარ ნიკოლოზის ასული (12.VII.1950, გორი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი სპეციალობით ანალიზური ქიმია (1974). მუშაობს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში (1975 -დან). სხვადასხვა დროს იყო ლაბორანტი (1975-1979), უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1979-1994), მეცნიერ თანამშრომელი (1994-2010), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ნავთობის ქიმიის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი მეცნ. ინტერესების სფეროა: საქართვ. ენერგეტ. დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილ. მრეწველობაში გამოყენების მიზნით და ნატურალური სორბენტების (პერლიტი, ცეოლიტი და დიატომიტი) საფუძველზე ახ. ფოროვანი მასალების მიღება და კვლევა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაცია სტატიების და სამეცნ. კონფერენციების თეზისების სახით: „Natural Bitumen Of Georgian“ (World science 2020, 1) და „Investigation Of Petroleum Form New Wells Of Eastern Georgia“ (World science, 2019, 1) და „Porous Material Containing Perlite for Purification of Oil-Contaminated Environment“ (Georgian Engineering News, 2025).