შარაშიძე შალვა გიორგის ძე (26.III.1882, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა - 16.V.1934), მწერალი და საზ. მოღვაწე, ქართვ. სოციალ-დემოკრატი. მან ქუთაისის გუბერნატორს მიმართა შუამდგომლობით, რათა ქუთაისში გამოეცა ყოველკვიეული ჟურნ. “ჩვენი თეატრი“ (1912). იგი იუმორისტულ ალმანახ „ეშმაკის მათრახის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი იყო (1907-1909; 1915-1917, 1919-1921). საცენზურო კომიტეტის მიერ აღნიშნული ჟურნ. დახურვის პერიოდში სხვა სახელწოდებით გამოდიოდა. სტატიებს, მხატვრულ ჩანახატებს, ფელეტონებსა და საჟურნალო მასალებს აქვეყნებდა დემოკრ. რესპ. პერიოდის პრესაში ფსევდონიმით „თაგუნა“. მისი პიესა „ავგაროზი“ დაიდგა რუსთაველის თეატრში (რეჟ: ა. წუწუნავა). იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. ეროვნ. საბჭოს წევრი, სოც.-დემოკრ. პარტიიდან; იყო “ საქართვ. წერა კითხვის გამავრცელებელი საზ-ბისა და ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის (1917-1918) წევრი. წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას და აქტიურად თარგმნიდა. მისი ნაწარმოებები დაბეჭდილია სხვადასხვა ჟურნალებში: ,,ნარო:[მოთხრობა]“ (ცნობის ფურცელი, 1904, №260); ,,ხოტბა (ბ-ნ ყვავს):[შიო ჩიტაძეს]“ (ლამპარი, 1906, №7); ,,ძველი რვეული“ (საქმე, 1910, №17); ,,თაგუნას რომანი : რამდენიმე ნაწილიანი, ფრიად სენსაციური და ერთობ ნიჭიერათ დაწერილი” (ეშმაკის მახე, 1911, №4).
ლიტ.:საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 5ა.