შარაშენიძე თინათინ ვლადიმერის ასული
შარაშენიძე თინათინ ვლადიმერის ასული

შარაშენიძე თინათინ ვლადიმერის ასული (03.V.1952, თბილისი), ქიმიკოსი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი მაღალმოლეკულური ნაერთთა ქიმიის სპეციალობით (1978),  მაგისტრის აკად. ხარისხთან გათანაბრებული. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ. ქიმიის ლაბორ. ლაბორანტი (1978-1979); მეცნიერ თანამშრომელი (1979-2010); თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ.-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა: ანალიზის ფიზ.-ქიმ. მეთოდები (იწ სპექტრომეტრია, ადსორბციული მეთოდები); ნანოტექნოლოგიების გზით ახ. ტიპის ცეოლითური ნანომასალების მიღება; ახ. ეკოლოგიურად უსაფრთხო სასუქების შექმნა; ბეტონების და ცემენტების წარმოებისთვის სხვადასხვა ტიპის მიკრო და ნანოდანამატების მიღება. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში:„Nanomodified natural zeolite as a fertilizer of prolonged activity“ (Annals of Agrarian Science, 2016, 14 (3)); „Effect of acid modification of natural zeolites on the adsorption of some pharmacopollutants“ (Chemistry, Physics and Technology of Surface, 2022, 13 (4)); „Physical and chemical characteristics of pumice from some regions of Georgia and the prospects for its use in lightweight concrete with environmental advantages“ (Environmental Technology and Sustainability, 2024) და სხვ. მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები:„ნანოტექნოლოგიით მიღებული რთული, პროლონგირებული მოქმედების ცეოლითური სასუქი“; „ცეოლითურდანამატიანი სამშენებლო–სარესტავრაციო კირის ნანოდუღაბი“ და სხვ. მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. ძირითადი შემსრულებელი იყო ეროვ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში: „ცეოლითური ნანოფოროვანი ანიონური მასალების მიღება და კვლევა“; „სამშენებლო დუღაბი, როგორც ქართული არქიტექტურული ძეგლების მდგრადობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი“ და „ნანოტექნოლოგიით მიღებული რთული, პროლონგირებული მოქმედების ცეოლითური სასუქი“.