-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეოლოგი კარტოგრაფი
შარაშენიძე მანანა დავითის ასული (29.IX.1959, თბილ.), კარტოგრაფი, გეოგრ. დოქტორი. სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე კარტოგრაფიის სპეციალობით (1979-1984). იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი (1984-1988). მუშაობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის კარტოგრაფია-გეოდეზიის, შემდეგ კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრაზე უფრ. ლაბორანტად (1989-2006). ამჟამად მუშაობს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ.-იის ლაბორ.-ში ლაბორანტად (2006-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე „მევენახეობა-მეღვინეობის გეოინფორმაციული კარტოგრაფირება (კახეთის რაიონის მაგალითზე)“ (2017). სხვადასხვა წლებში ლექციებს კითხულობდა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე შემდეგ საგნებში თემატური კარტოგრაფია, კარტოგრაფია, რუკათმცოდნეობა. შ. მ. არის 50-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. გამოსცა მონოგრაფია „საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მეთოდოლოგიური საფუძვლები“ (2017). შ. მ.-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ადგილ. და საერთაშ. კონფერენციებში, (ვენა, ავსტრია, 2024) (მოხსენება თემაზე „მევენახეობა-მეღვინეობის რუკების შედგენა და გეოსივცრული ანალიზი“); ICA-ს სიმპოზიუმი: „კახეთის რაიონის მევენახეობისა და მეღვინეობის ელექტრონული ატლასი“, (ოლომოუცი, ჩეხეთი, 2023); ინტერკარტო-ინტერგის-24 ინტერდისციპლინარული კონფერენცია - „საქართველოში ღვინის წარმოებისა და მევენახეობის კარტოგრაფირება – კახეთის რაიონის მაგალითზე (ბონი, გერმანია, 2018); საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია: შავი ზღვისპირეთის ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე (ბათუმი, 2024); „საქართველო და საფრანგეთი“ - საერთაშ. კონფერენცია (2007). შ. მ. არის საქართვ. გეოგრ. საზ-ბისა და საქართვ. კარტოგრაფთა ასოციაციის წევრი.
თხზ.: Sharashenidze, M.; Nikolaishvili, D.; Donadze, Ts.; Meladze, G.; Trapaidze, V.; Dvalashvili, G.; Tigishvili, T. (2011). Evaluating the Touristic Potential of Georgia’s Landscapes. International conference: Environment – Landscape – European Identity. 2011 Annual Meeting of the Faculty of Geography. Bucharest, 4-6 November; შარაშენიძე, მ. (თანაავტორი). (2012). საქართველოს აგროტურიზმის პერსპექტივის კომპლექსური შეფასება. I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები. შრომების კრებული. თსუ გამ-ბა, გვ. 388-393; Sharashenidze, M., Nikolaishvili, D.; Trapaidze, V.; Kalandadze, B.; Mamukashvili, T. (2013). Complex Evaluation of Climate Change on the Example of Georgia's Landscapes. The 3rd International Geography Sympozium. GEOMED 2013. June 10 – 13, Kemer, Antalya - Turkey. pp. 223; Sharashenidze, M., Nikolaishvili1i, D.; Jamaspashvili, N.; Beruchashvili, L.; Beruchashvili, N. (2014). Climate Change Impacts on the Forest Landscapes of Central part of Small Caucasus. Proceedings of International Multidisciplinary Scientific Geoconferences 17-26 June. Bulgaria SGEM 2014. 14th Geoconferences on Water Resources, Forest, Marine and Ocean Ecosystems, vol. II pp. 331-338; Sharashenidze, M.; Nikolaishvili, D.; Mamukashvili, T.; Sartania, D. (2014). The Landscape Analysis of Viticulture and Enology in Georgia. Journal of Earth Science and Engineering 4, 667-674; Sharashenidze, M.; Laoshvili, Z.; Gordeziani, T.; Tolordava, R.; Nikolaishvili, D.; Gorgodze, T.; Beruchashvili, N.; Djincharadze, G. (2015). Geoinformational Mapping of Ecological and Sustainable Tourism in Georgia. Proceedings of the International conference “Sustainable development of territories: Cartography and GI Support” (InterCarto/InterGIS), Belgorod (Russia), Kharkiv (Ukraine), Kigali (Rwanda), Nairobi (Kenya). vol. 20. p. 556-561.