-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი აკადემიკოსი კურსდამთავრებული
შარაძენიძე თინათინ (25. V. 1919, ქ. ქუთაისი-01. VI. 1983), ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1942). ამავე წლიდან კითხულობდა ლექციებს ენათმეცნ. შესავალსა და ზოგად ენათმეცნ.-ში. ასწავლიდა სვან. ენას (1947-1953), კითხულობდა ქართ. ენის კურსს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინს-ტში (1942-1946). იყო ზოგადი ენათმეცნ. განყ-ბის გამგე საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტში (1957), თანამედროვე ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი და ლექსიკონის მეექვსე ტომის თანარედაქტორი. აქტიურად მუშაობდა ზოგადი ენათმეცნ. თეორიისა და იბერიულ-კავკ. ენების შესწავლის სფეროში. შ. თ. იყო თეორ. ენათმეცნ. ერთ-ერთი სპეციალისტი. ავტორია ასზე მეტი სამეცნ. შრომის, მათ შორის, რვა წიგნისა ქართ. და რუს. ენებზე. ზოგადენათმეცნ. საკითხების კვლევისას ფართოდ იყენებდა და ეყრდნობოდა ქართ. და ქართველური ენების მონაცემებს. იკვლევდა სვან. ენას. იყო საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1974), სსრკ მეცნ. აკად. „საბჭოთა ენათმეცნიერების თეორიის“ საბჭოს წევრი და საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971), მიღებული აქვს საპატიო ნიშნის ორდენი.
თხზ.: შარაძენიძე, თ. (1958). ენათა კლასიფიკაციის პრინციპები. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა; შარაძენიძე, თ. (1972). თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები. მეცნიერება; შარაძენიძე, თ. (1974). ენისა და მეტყველების ურთიერთობის პრობლემა. მეცნიერება; შარაძენიძე, თ. (1978). არნოლდ ჩიქობავა. მეცნიერება; შარაძენიძე, თ. (1978). ი. ა. ბოდუენ დე კურტენეს ლინგვისტური თეორია და მისი ადგილი XIX-XX საუკ. ენათმეცნიერებაში. მეცნიერება.