შარაბიძე თამარ თამაზის ასული
შარაბიძე თამარ თამაზის ასული

შარაბიძე თამარ თამაზის ასული (21. II. 1965, თბილისი), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1987) და ასპირანტურა (1993). იყო ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1993), მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა: „ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“ (1993). შ. თ. გახდა თსუ-ის დოცენტი (1993), ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი (2005) და ასოცირებული პროფესორი (2006). მისი სადოქტორო დისერტაციაა: „ქრისტიანული მოტივები XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა პოეზიაში“ (2006). იგი იყო თსუ-ის შოთა რუსთაველის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010); კომპარატივისტული ლიტ-რის ქართ. ასოციაციის (GCLA) წევრი (2022); იუნესკოსთან ასოცირებული გაერთიანების  _ MAPRYAL-ის წევრი (2010); მოდერნიზმის კვლევის ევრ. ქსელის (EAM) წევრი (2018); თსუ-ის სენატის წევრი (2020-2022). მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი: „XIX საუკუნის ქართული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნება“ (2025); „ქრისტისნული მოტივები XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა ლირიკაში“ (2008)...; კრებულები: „რომანული ეპიზოდები“ (9 სტატია, 2007); „ვაზი - სიცოცხლის ხე“ (9 სტატია, 2010) და ა.შ.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): შარაბიძე, თ. (2005). ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. თბ., თსუ-ის ვაჟა-ფშაველას კაბინეტი. ISBN 9994005480; შარაბიძე, თ. (2006). ქრისტიანული ნაკადი ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში. თბ., უნივერსალი. ISBN 999405175X; შარაბიძე, თ. (2020). მოზაიკური სინთეზი: წერილები ვაჟა-ფშაველაზე. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941138096; შარაბიძე, თ. (2020). ნიკოლოზ ბარათაშვილი — 12 ბიოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941138713; შარაბიძე, თ. (2020). ბოლშევიზმით დანგრეული ცხოვრება. თბ., ნეკერი. ISBN 9789941479618; შარაბიძე, თ. (თანაავტორი). (2022). ქართული დრამატურგია. ქრესტომათია: უცნობი და ნაცნობი ტექსტები.: ტ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941360558; შარაბიძე, თ. (2023). ქართული დრამატურგია: ქრესტომათია: უცნობი და ნაცნობი ტექსტები: ტ. 2. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941360794.