შანიძე რევაზ გიორგის ძე (17.IX.1957, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). შ. რ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „სერპუხოვის ამაჩქარებლის ექსპერიმენტ BIS2-ში ჩარმიანი Sc ბარიონის და Lc -> So p+p+p- დაშლის შესწავლა” (1990) და „ნუკლონის სპინური სტრუქტურის და სტანდარტული მოდელის ზოგიერთი გაფართოების ექსპერ. შესწავლა ნაწილაკთა კოლაიდერებზე“ (2006), შესაბამისად. შ. რ.-ს სამუშაო გამოცდილება: თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (მეფი) (1979-1994); ბირთვული კვლევების ევროპ. ცენტრის მიწვეული მეცნიერ მკვლევარი (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 1993-1994); ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (JINR, რუსეთი, 1994-1996); გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნ. სამეცნ. ცენტრის მიწვეული მეცნიერ მკვლევარი (DESY, ცოიტენი, გერმანია, 1996-1999); თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის სწავლული მდივანი (1999-2000); ერლანგენ-ნიურბერგის უნ-ტის მეცნიერ მკვლევარი (ერლანგენი, გერმანია, 2000–2012); გერმანიის ნაწილაკების ფიზიკის ეროვნ. სამეცნ. ცენტრის მეცნიერ მკვლევარი (DESY, ცოიტენი, გერმანია, 2012-2014); მიგრაციის საერთაშ. ფონდის IOM TRQN პროგრამის მოწვეული ლექტორი (2014-2015). შ. რ. დღემდე არის თსუ-ის მეფი-ის მთ. მეცნიერ თანამშრომელი და თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2016-დან). შ. რ.-ს სამეცნ. კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ნუკლონის სპინური სტრუქტურის და სტანდ. მოდელის ზოგიერთი გაფართოების ექსპერ. შესწავლა ნაწილაკთა კოლაიდერებზე, ნეიტრინული და კოსმოსური სხივების ფიზიკა. არის საქართვ. წარმომადგენელი KM3NeT საერთაშ. თანამშრომლობაში და რამოდენიმე ასეული სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალ-რეიტინგულ საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში და განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,ახალი 125 გევ მასის ბოზონის დაკვირვება CMS ექსპერიმენტში LHC კოლაიდერზე” (Phys.Lett.B, 716, 30, 2012); ,,მაღალი ენერგიების ასტროფიზიკური ნეიტრინოების დაკვირვება IceCube-ის სამი წლის მონაცემებში” (Phys. Rev.Lett. 113, 101101, 2014); ,,ულტრა მაღალი ენერგიის ნეიტრინოს დაკვირვება KM3NeT-ის საშუალებით” (Nature, 638, 376, 2025). შ. რ. არის მრავალი ადილ. და საერთაშ. კონფერენციის, სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის, ორგანიზაციისა და ასოციაციის მონაწილე: გერმანიის ფიზიკოსთა საზ-ება; თსუ-ის აკად. საბჭო; თსუ-ის მეფი-ის სამეცნ. საბჭო; KM3NeT საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის ინ-ტების (ბორდი) საბჭო; საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისია და ა.შ.
თხზ.: შანიძე, რ. (თანაავტორი). (2019). საქართველოს ფარგლებს გარეთ მომხდარ მასშტაბურ ბირთვულ ინციდენტზე რეაგირების და მზადყოფნის სისტემის საჭიროებათა შეფასება. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია, ISBN: 9789941818202.