შამანაძე შორენა ნოდარის ასული
შამანაძე შორენა ნოდარის ასული

შამანაძე შორენა ნოდარის ასული (22.XII.1963, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. მთარგმნელთა საერთაშ. ასოციაციის წევრი. დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი (1985), სინქრონული თარგმანის უმაღლ. კურსები (1987). მუშაობს თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყ-ბაში მეცნიერ-თანამშრომლად (2006-დან). არის საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების მასალების კრებულის რედ.-გამომც.: „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“ (2017) და „გლობალიზაცია-იდენტობა-ლიტერატურა“ (2023). წარმატებული მთარგმნელობითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს ავსტრიის რესპ. ფედერ. კანცელარიის პრემია (2004).

თხზ.:შამანაძე, შ. (2012). გერმანული რომანტიზმი. მონოგრაფია: ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები. თბ.,  გამომც. უნივერსალი; შამანაძე, შ. (თანაავტორი). (2016). ქართული მწერლობის ინტერკულტურული მოდელი და ეროვნული იდენტობის პრობლემა. თბ., გამომც. უნივერსალი; შამანაძე, შ. (2016). გერმანული მოდერნიზმი. მონოგრაფია: ქართული მოდერნიზმი. თბ.,  გამომც. მერიდიანი; შამანაძე, შ. (2016). სოციოლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსის ზოგიერთი ასპექტი. სჯანი, № 17; შამანაძე, შ. (2017). მხატვრული ტექსტის თარგმანი როგორც სამყაროს სურათის კულტურული ადაპტაცია: (ჰერტა მიულერის მოთხრობის „Die Grabrede“ რვა თარგმანი): გ. გაჩეჩილაძისადმი მიძღვნილი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მასალები. უნ–ტის გამ–ბა; Shamanadze, Sh. (2018). Georgian Symbolism: Context and Influence. International Journal of Applied Linguistics and English Literature. Vol. 7. N2, (2018). The Myth of the City in the French and the Georgian Symbolist Aesthetics. Valley International Journal. Vol. 5. N3; შამანაძე, შ. (თანაავტორი). (2019). ჟოზეფ დე მესტრის უცნობი ხელნაწერის ბედი. სჯანი N20/1, ლიტერატურის ინ-ტის გამომც.; შამანაძე, შ. (2022). ნარცისის მითის სიმბოლისტური ინტერპრეტაცია. სჯანი N23. ლიტერატურის ინ-ტის გამომც.; Shamanadze, Sh. (2022). Theory of Myth: Wine, Opium, Hashish in Georgian and European Symbolism. Ars & Humanitas. Vol. 16. N1;  შამანაძე, შ. (თანაავტორი). (2023). ქართული ინტერკულტურულ-მიგრაციული მწერლობა „ახალი Weltliteratur“-ის ჭრილში და ნაციონალური იდენტობა. გამომცემლობა „უნივერსალი“, (2023); შამანაძე, შ. (2023). საოჯახო რომანი/საგა. წიგნში: ლიტერატურული ჟანრები, ტ. I. თბ., გამომც. მწიგნობარი; შამანაძე, შ. (თანაავტორი). (2024). ომის დისკურსი და იდენტობის ძიება ლეო ვარდიაშვილის რომანში „ერთი დიდი ტყის მახლობლად“: XII საერთაშ. სიმპოზიუმის მასალები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; Shamanadze, Sh. (2024). Georgian Symbolism: Reorientation of Cultural Centre and Redefinition of National Identity: XXIII Congress of ICLA (Vol 2). TSU Press; შამანაძე, შ. (2024). რუსულ-ქართული ურთიერთობების გააზრება ახალი ‘Weltliteratur’-ის კონტექსტში: XVII საერთაშ. სიმპოზიუმის მასალები;  შამანაძე, შ. (2024/2025). იდენტობათა რეკონსტრუქციები და ალტერნატივათა ძიება ქართულ ინტერკულტურულ-მიგრაციულ ტექსტებში. სჯანი. ლიტერატურის ინ-ტი გამომც