შალვაშვილი ნუნუ   ისაკის ასული
შალვაშვილი ნუნუ ისაკის ასული

შალვაშვილი ნუნუ ისაკის ასული (10.VIII.1946, თბილისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის კერამ. და  ცეცხლმედეგი მასალების  ქიმ. ტექნოლ. სპეციალობით (1970). შ. ნ. სხვადასხვა დროს იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის კოლოიდური ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1971-2006), ორგ. სინთეზის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2006-2018). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის აგრ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2018-დან). შ. ნ.-ს სამეცნ. ინტერესების სფეროა ეკოლოგიურად უსაფრთხო და მცირე ეკოლ. დატვირთვის ეფექტური მცენარეთა დაცვის საშუალებების შემუშავება; მემცენარეობასა და მეცხოველეობა/მეფრინველეობაში გამოსაყენებლად სხვადასხვა დაავადებების სამკურნ.-პროფილაქტიკური პრეპარატების, ახ. თაობის ორგანო-მინერალური ფიტორეგულატორების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება. შ. ნ. თანაავტორია რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებების თეზისების: „Environmentally little dangerous preparation against plant pests“ (World Science Multidisciplinary Scientific Edition, 2018, 1/4); „Innovative plant protection means prepared natural raw materials“ (Annals of Agrarian Science 2018, 16 (1)); „Clay- sulfur composition against oidium on grapes“ (Ukrainain conference with international paticipation Cemistry , Physics and Techology Of Surface devotet to the 35 th anniversary of the chiko insitute of surface chemistry of NAS of Ukraine, 2021) და სხვ. შ. ნ. საერთაშ. (CRDF) და ეროვნ. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების მონაწილეა.