შახნაზაროვი ალექსანდრე მერაბის ძე
შახნაზაროვი ალექსანდრე მერაბის ძე

შახნაზაროვი ალექსანდრე მერაბის ძე (96.I.1998, თბილისი), თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2022-2025). თსუ-ში მიენიჭა ბაკალავ. ხარისხი საერთაშ. ურთიერთობებში საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობით (2020), მიგრაციის კვლევების მაგისტრ. ხარისხი  (2022). ჩაირიცხა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ის სოციოლოგიის მიმართულების დოქტორანტურაში (2023). სადოქტორო თემა ეხება „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებებიდან მოსახლეობის მიგრაციის განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლას მდგრადი განვითარების პერსპექტივაში“. მისი ეს კვლევა გახდა შ. რუსთაველის საქთვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის დოქტორანტურის საგანმან. პროგრამების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული (2025). არის შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევითი პროექტის „რაჭის (ჩრდილოეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის) სოფლის დასახლებების დეპოპულაცია: სივრცით-დროითი ცვლილებები და თანამედროვე პრობლემები“ ასისტენტი (2023-დან).

თხზ.: შახნაზაროვი, ა. (თანავტორი). (2020). საქართველოში მოსახლეობის სიმაღლითი განაწილება და მთის არეალების დემო-გეოგრაფიული პრობლემები. საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოების შრომები; Shakhnazarovi, A., (2023). Rural Depopulation in Georgia: Regional and Municipal Levels of AnalysisGeorgian Geographical Journal, 3(1); Shakhnazarovi, A. (თანაავტორი), (2023). Two Years of Pandemic (Georgian Perspectives)Georgian Geographical Journal, 3(1); Shakhnazarovi, A. (თანაავტორი), (2023). Place Branding: Assessing Local Stakeholders’ Participation in the Tskaltubo Spa Resort “Branding” Process. Georgian Geographical Journal, 3(2).