-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მთარგმნელი
შახნაზაროვი (შახნაზარი) გივი იაკობის ძე (23.VIII.1933, თბილისი - 23.IX.2024, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1956). იყო თბილ. სომხ. დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვ. (1984-1987); საქართვ. სახელმწ. კანცელარიის ეროვნებათშორისი ურთიერთობის განყ-ბის რეფერენტი (1997-დან). გამოაქვეყნა პირველი თარგმანები ქართულ ენაზე (1952). მისი ძირითადი თარგმანებია: საიათნოვას "ლექსები" (1972); პ. სევაკის კრებ. "იქმენინ ნათელი" (1978); კ. ვოიტილას დრამა "ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ" (2000). პოეტმა, ეროვნებით სომეხმა, ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, აგრეთვე გამოჩენილი რუსი პოეტების ა. პუშკინისა და ა. ბელის ლექსები. არის აფხ. და ოსური პოეზიის მთარგმნელი. მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზეთუნციანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები. მიღებული აქვს ე. ჩარიანცის სახ. პრემია (1989); ივ. მაჩაბლის სახ. პრემია (1993); ფ. ნანსენის სახ. პრემია (1998); თბილ. ერთგულების ორდენი (2000); პრემია "საგურამო" (2012); ჯ. აჯიაშვილის სახ. პრემია (2020) და - ღირსების ორდენი (1997). არჩეულ იქნა თბილ. საპატიო მოქალაქედ (2015).
თხზ.: შახნაზაროვი, გ. (მთარგმნელი). (1994). ბახჩინიანი, ფელიქს ჯვარცმულს სიკვდილი არ უწერია! : ლექსები. თბ.