შაქარიშვილი იასე ნესტორის ძე(3.III.1899, ჩოხატაური – 30.VII.1955, თბილ.), ჰიდროლოგი, გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია (1917), თსუ-ის საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. განყ-ბა (1930). პარალელურად მუშაობდა სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში (1925-მდე). შემდეგ მუშაობა განაგრძო თსუ-ში ფიზ. გეოგრ. კათედრაზე, ამიერკავკ. წყალთამეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1931-1932), ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის თბილ. სამმართველოში წყლის კადასტრის განყ-ბის ხელმძღვანელის მოადგილედ (1932-1937). შემდეგ მუშაობას კვლავთ სუ-ში აგრძელებს (1934-დან). გახდა ჰიდროლ. და კლიმატოლოგიის კათედრის გამგე (1943-დან). პარალეურად მუშაობდა გეოგრ. ინ-ტში ფიზ. გეოგრ. განყ-ბის ხელმძღვანელად (1945-დან). იყო თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დეკანი (1946-1950). კითხულობდა ლექციებს ჰიდროლოგიაში. შ.ი. მონაწილეობდა სამეცნ. ექსპედიციებში და შეისწავლა (მდინარეების – მტკვრის, ლიახვის, ქსნის, მეჯუდის, ფრონესა და ქციის აუზები (1929-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1942). შ.ი.-ს გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნ. ნაშრომი. მისი ნაშრომები ეხება ჰიდროლ. სხვადასხვა საკითხს. იკვლევდა საქართვ. და ამიერკავკ. მდინარეებს, მათ ჩამონადენს.
თხზ.: შაქარიშვილი, ი.; (თანაავტორი). (1946). საქართველოს დარაიონება მდინარეთა წყლიანობის წლიური რეჟიმის მიხედვით. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის მოამბე, თბ., N 2, გვ. 126-128; შაქარიშვილი, ი. (1946). გიორგი ნიკოლოზის-ძე გეხტმანი. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის მოამბე, თბ., N 2, გვ. 166-171; შაქარიშვილი, ი. (1947). ჰიდროგრაფიული აღწერილობანი ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოისი“, გეოგრ. ინ-ტის შრომები, თბ., ტ. 1, გვ. 45-60; შაქარიშვილი, ი. (1948). საქართველოს წყლების შესწავლის მოკლე ისტორიული მიმოხილვა. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 2, თბ., ტ. 3, გვ. 1-49; აფხაზავა, ი. (1969). იასე შაქარიშვილი (დაბადებიდან 70 წლისთავისგამო), „მეცნიერება დატექნიკა“, No 3, გვ. 44-45; ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ., გვ. 85-86; ქართული ენციკლოპედია, ტ. 10, (1986), გვ. 694-695; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 271-272, ISBN 9992806982.