შაფაქიძე ლუიზა
შაფაქიძე ლუიზა

შაფაქიძე ლუიზა (25.III.1937, ოზურგეთის რ-ის სოფ. შემოქმედი), ქართვ. მათემატიკოსი, მექანიკოსი.   დაამთავრა თბილ. ქალთა მე-5 საშ. სკოლა (1954),  თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი სპეციალობით „მექანიკა“ (1959), სსრკ მეცნ. აკად. ქ. მოსკოვის მექან.  ინ-ტის ასპირანტურა (1959-1962). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ.  სახელმწ. უნ-ტი, 1986). მუშაობს ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში ჯერ უმცროსი, შემდეგ უფრ. მეცნ. თანამდებობებზე (1962). კითხულობდა ლექციებს ქ. თბილისის ილიას  სახელმწ. უნ-ტში ტურიზმის მენეჯმენტის ფაკ-ტზე როგორც მიწვეული ლექტორი (ასოცირებული პროფესორი, 2000-2006). მისი სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულება შეეხება ჰიდრომექანიკური მდგრადობის არაწრფივ ამოცანებს, სითხის დინებების ტურბულენტურ მოძრაობაში გადასვლის საკითხებს. ფილტრაციის პრობლემებთან დაკავშირებულ  სვადასხვა კონკრეტული ამოცანებისათვის  ბიფურკაციების არაწრფივი  თეორიისა  და რიცხვითი მეთოდების გამოყენებით მის მიერ შესწავლილ იქნა ის შესაძლო  კვაზიპერიოდული მოძრაობები, რ-იც წარმოიშვებიან მოცემული დინებების თანდათანობითი ბიფურკაციების შედეგად  და რომელთაც საბოლოოდ მივყავართ ქაოსურ მოძრაობებამდე. სამგზავრო გრანტის (OSGF) პროგრამით მიიღო მონაწილეობა სიმპოზიუმში STAMM98 (ნიცა,საფრანგეთი, 1998). შ. ლ. არის 30-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და საერთაშ. ჟურნ.  Transaction of A. Razmadze Mathematical Institute" პასუხისმგებელი რედაქტორი (2016-დან).