შაბურიშვილი შოთა თამაზის ძე
შაბურიშვილი შოთა თამაზის ძე

შაბურიშვილი შოთა თამაზის ძე (23.IX.1980, თბილისი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის საერთაშ. ბიზნესის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკად. დოქტორი. ჩაირიცხა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტზე, სპეციალობით „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები“(1996). დაამთავრა ასპირანტურა (2002). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამების ეფექტიანობა გარდამავალ ეკონომიკაში (საქართველოს მაგალითზე)“ (2005). სამეცნ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე (2004–დან). საუნივერსიტეტო საქმიანობის პარალელურად სხვადასხვა დროს იგი იყო „ეკონომიკის კვლევის საერთაშორისო ქსელის“ გამგეობის თავ-რე, „საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ მრჩეველი, შ. რუსთაველის სახ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწ. სამეცნ. გრანტების - „პროფესიული ორიენტაციის კვლევა საქართველოში“ და „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში" ძირითადი მკვლევარი, საერთაშ. საზაფხულო სკოლის აკად. დირექტორი, კავკასიის შვეიცარიული აკად. ქსელის საგრანტო პროექტის მენეჯერი. საქართვ. პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოვებულია ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამეცნ. გრანტით (2009). გამოცემული აქვს 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის: 3 სახელმძღვანელო, 5 მონოგრაფია და სტატიები.

თხზ.: შაბურიშვილი, შ. (თანაავტორი). (2009). ბიზნეს-ანგელოზები, არაფორმალური ინვესტორების მოძიების ქართული გამოცდილება. თბ., უნივერსალი; ISBN 9789941128806; შაბურიშვილი, შ. (თანაავტორი). (2011). საერთაშორისო ბიზნესი. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941172649; შაბურიშვილი, შ. (2011). საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში. თბ., უნივერსალი, ISBN9789941174063; შაბურიშვილი, შ. (თანაავტორი). (2012). საერთაშორისო  ეკონომიკა. ISBN 9789941177378; შაბურიშვილი, შ. (თანაავტორი). (2014). ორგანიზაცია ცვალებად გარემოში. ვარშავა, (ინგლისურ ენაზე) ISBN  9788364437199; შაბურიშვილი, შ. (თანაავტორი). (2016). ბიზნესის ტექნოლოგიური გარემო საქართველოში და ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN  9789941135781; შაბურიშვილი, შ. (2022). სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოში. თბ.,  უნივერსალი, ISBN  9789941332197.