-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
შაბაშვილი გიული გიორგის ასული (15. VIII. 1975, ბორჯომი), ფილოლოგიის დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ქართ. ფილოლოგიის ფაკ-ტი (1997), აგრეთვე, თსუ-ის ხელოვნ. და ჰუმანიტარული ფაკ-ტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით (1995). ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (2005). მისი სადისერტაციო ნაშრომის თემა იყო: „პერფექტისა და უნახაობის კატეგორია ძველ ქართულში“. იგი იყო ქართ. ენაში მომზადების საგან. პროგრამის ხელმძღვ. (2024-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2009-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფრ. სპეციალისტი (2006-2015); „ენების სკოლა“ ქართულის, რ-ც უცხო/მეორე ენის მასწავლებელი (2007-2010); თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ლაბორანტი (1999-2006); ტელე-რადიო კომპანია „საქართველოს ხმის“ კორესპონდენტი (1997-1999). შ. გ. იყო სხვადასხვა პროექტის ხელმძღვ.: ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტი-საქართვ. უნ-ტებში ადრეული განათლების საგანმან. პროგრამების შემუშავება - DECEP, პროექტის კოორდინატორი, (2024-დან); საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი - „პერფექტის სემანტიკის განვითარება და მისი გრამატიკული რეალიზაცია ქართულში“, სამეცნ. ხელმძღვ. (2017-2021); საქართვ. შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი-საერთაშ. კონფერენცია „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“, პროექტის სამეცნ. ხელმძღვ. (2023, 2018). სარედაქციო საქმიანობა: ენის პოლიტიკის ევროპ. ჟურნალი, სარედაქციო კოლეგიის წევრი (2023-დან); საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „წელიწდეულის“ პასუხისმგებელი მდივანი (2006-2015); ჟურნ. „ენათმეცნიერების საკითხების“ პასუხისმგებელი მდივანი (2000-2006). შ. გ. სხვადასხვა დროს კითხულობდა სალექციო კურსებს ლაიდენის უნ-ტში (ჰოლანდია); ფრაიბურგის უნ-ტში (გერმანია), ტარტუს უნ-ტში (ესტონეთი), კვლევას ახორციელებდა იენის უნ-ტში (გერმანია), ფრაიბურგის უნ-ტში (გერმანია), ფრანკფურტის უნ-ტში (გერმანია), ილონის უნ-ტში (აშშ). იგი არის სხვადასხვა ნაშრომის ავტორი: „ინფრასტრუქტურა: ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო“ და „სავარჯიშო რვეული“ (თანაავტორი, 2017); „დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის: ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო“ და „სავარჯიშო რვეული“ (თანაავტორი, 2017); „წერის ტექნიკა“ (თანაავტორი, 2008) და ა.შ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): შაბაშვილი, გ. (2012). მეორე ენა - წერა: პრობლემები, მიდგომები, სტრატეგიები. თბ., საიმედო; შაბაშვილი, გ. (2018). ქართული ზმნის სემანტიკური მახასიათებლები. თბ., საიმედო; შაბაშვილი, გ. (თანახელმძღვანელი). (2018). აკადემიური წერა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. თბ., ინტელექტი; შაბაშვილი, გ. (თანახელმძღვანელი). (2021). პერფექტის სემანტიკის განვითარება და მისი გრამატიკული რეალიზაცია ქართულში. უნივერსალი; შაბაშვილი, გ. (თანაავტორი). (2022). აკადემიური წერა – საუნივერსიტეტო კურსი. თსუ გამომცემლობა.