სევეროვი (ნორდმანი) ნიკოლოზ პავლეს ძე
სევეროვი (ნორდმანი) ნიკოლოზ პავლეს ძე

სევეროვი (ნორდმანი) ნიკოლოზ პავლეს ძე (2.III.1887, თბილისი - 21.II.1957, კიევი), დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟ. ინ-ტი (1915). დაბრუნდა თბილისში (1918). ახლად დაარსებულ ქართ. უნ-ტში გ. ჩუბინაშვილი მიიწვიეს პროფესორად რ-იც სათავეში ჩაუდგა და დააარსა ხელოვნების ისტორის კათედრა, ს. ნ. მისი ერთადერთი თანამშრომელი იყო (1918). მათ უნ-ტში შექმნეს „ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი“, რ-იც ქართ. ხელოვნების დარგში პირველი სამეცნ.-კვლევითი ცენტრი იყო. ამ დროიდან დაიწყო სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიციებიც, რ-ებშიც ს. ნ. აქტიური წევრი იყო. მას საქართვ. მუზეუმის ხუროთმოძღვრული ძეგლების შეკეთება და დაცვა დაევალა (1920). საქართვ. დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი „ძველი ხუროთ-მოძღვრების ძეგლების შეკეთება დაცვისთვის 2 000 000 მან. გადადებისა“. მუზეუმის სამეცნ. საბჭომ ამ სამუშაოების შესასწავლად და შესასრულებლად შექმნა კომისია, რ-შიც გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი და ა. კალგინი შევიდნენ. მკვლევრები ჯერ მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების შესასწავლად გაემგზავრნენ, შემდეგ კახეთის რეგიონის რამდენიმე ძეგლი შეისწავლეს და შეაკეთეს, ასევე მუზეუმში გადაიტანეს წრომის ეკლესიის მოზაიკის ფრაგმენტები. ეროვნ. მუზეუმის შენობის ფასადის გასაფორმებლად ს. ნ. და ა. კალგინი მიიწვიეს (1920-დან). საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის პერიოდში ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა. იგი იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922-1948). დააპროექტა თბილისში თამარის ხიდი არქიტექტორებთან: კ. ზავრიევთან და ნ. სლოვინსკისთან ერთად (1935). იყო საქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავ-რე (1935-1948). ააგო კინოთეატრი რუსთაველი (1938). იყო ქართ. ხელოვნ. ისტორიის ინ-ტის ხელოვნების ისტორიის განყ-ბის გამგე (1942-1948). გარდაცვალებამდე ცხოვრობდა კიევში (1948). შექმნა არაერთი სამეცნ. ნაშრომი, შესრულებული აქვს რ-ც საერო, ისე საკულტო არქიტექტურის ძეგლების გრაფ. ჩანახატები, ეკუთვნის მრავალი საერო არქიტექტურის პროექტი. იყო რუსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის საპატიო წევრი (1939-დან) და უკრაინის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის ნამდვილი წევრი (1948-1955).

თხზ.: სევეროვი, ნ. (შემდგენელი). (1946). Мцхета. М., Акад. Архитект. СССР; სევეროვი,ნ. (შემდგენელი). (1947).  Памятники Грузинской архитектуры, Т. 1 : Кумурдо и Никорцминда. М., Акад. арх. СССР.