სეთურიძე (ყოჩიაშვილი) რუსუდან გიორგის ასული
სეთურიძე (ყოჩიაშვილი) რუსუდან გიორგის ასული

სეთურიძე (ყოჩიაშვილი) რუსუდან გიორგის ასული (10.VI.1968, რუსთავი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალი­ფი­კა­ციით (1991) და ასპირანტურა. მუშაობ­და ფაკ-ტის ეკონ. და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრაზე ლა­ბორანტის, მასწავლებლის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობებზე (1992-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საბაჟო ავტომა­ტი­ზებული საკონსულტაციო სისტემის შემუშავება (საქართველოს საბაჟოს მაგალითზე“ და მიენიჭა აკად. დოქტორის წოდება (2008). არის ასოცირებული პროფესორი (2019-დან). მუ­შაობს თსუ-ის სასწ. პროცესის მართვის დეპარტამენტში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხურ­ში (2012-დან). ს. რ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის უმაღლ. საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი და შ. რუსთაველის სახ. საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ექსპერტია. მიწვეული იყო ლექტორის სტატუსით იტალიის, სლოვაკეთისა და უნგრეთის უნ-ტებში (2016-2025). არის საქართვ. სამეცნ. საბჭოს და სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ.-კვლევითი საზ-ების სრული წევრი, საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების სამეცნ. და საორგანიზაციო კომი­ტეტის წევრი, სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშ. კონფერენციის სექციის ხელმძღვ. დაჯილდოებულია საპატიო ჯილდოებით. ჩართული იყო ევროკავშირის დაძმობი­ლების პროექტებში (1995-2012). ავტორია 100-მდე სამეცნ. ნაშრომისა, ზოგიერთისა - უცხოელ მეცნიერებთან ერთად. მისი სამეცნ. ნაშრომები აღიარებულია საერთაშ. საზ-ების მიერ. მიიღბული აქვს ჯილდო მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშ. ჟურნალში „Kybernetes“(CiteScore: 6.1; Impact Factor: 2.9) სამეცნ. ნაშრომისათვის (2025).

თხზ.: სეთურიძე, რ. (2008). საბაჟოს ინფორმაციული მომსახურების საკითხისათვის. საქართვ. ეკონომიკა №6 (127), გვ. 82-83; სეთურიძე, რ. (2012). ინფორმაციული ტექნოლოგიები საბაჟო სისტემაში. ISBN 97899410458-8. თბ., უნივერსალი; სეთურიძე, რ. (2021). ეკონომიკური ზრდის გაძლიერება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით: ფოკუსირება საბაჟო რისკზე. სპრინგერის გამ. ელექტრ. ISSN 2198-7254, ბეჭდური ISSN 2198-7246; სეთურიძე, რ. (2021). უნივერსიტეტსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზა COVID-19-ის დროს. Kybernetes, ISSN 0368-492X, ემერალდის გამომც.