სეთური მაია ლევანის ასული
სეთური მაია ლევანის ასული

სეთური მაია ლევანის ასული (9.V.1965, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი ვაჭრობის ეკონ. სპეციალობით (1987). დაიცვა საკანდიდატო დი­სერტაცია თემაზე: „რეკლამა და მისი როლი კომერციული საქმიანობის ეფექტიანობის ამა­ღ­ლებაში“ (1995). იმავე წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე თსუ-ის საქონელ­მიმოქ­ცევის ეკონ. და მართვის კათედრაზე. იყო ასოცირებული პროფესორი (2006-2009), მოწვეული პროფესორი (2009-2014), ასისტენტ-პროფესორი (2014-2022). ამჟამად მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფე­სო­რია (2022-დან). იყო საქართვ. პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის სტიპენდიატი (1997-2000). არის ასოციაცია “მარკეტინგული კვლევის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი (2001) და ახალგაზრდა მეცნ. შრომების სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. ,,Economy & Business“, ISSN 1314-7242 (ბულგარეთი) სარედაქციო საბჭოს წევრი. მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში როგორც საქართველოში, ასევე, იტალიაში, ჩეხეთ­ში, ლატვიაში, ბულგარეთში, უკრაინაში, სლოვაკეთში, ლიეტუვასა და ესპანეთში. გამოქვეყ­ნე­ბული აქვს 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. იგი არის სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს სალექციო კურსების ავტორი და თანაავტორი.

 თხზ.: სეთური, მ. (1999). მარკეტინგის მართვა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; სეთური, მ. (2009). მარკეტინგ-მენეჯმენტი. ნაწ.1. ISBN 9789941126314. თბ., უნივერსალი; სეთური, მ. (2012). მარკეტინგ-მენეჯმენტი. ნაწ.2. ISBN 9789941177217. თბ., უნივერსალი; სეთური, მ. (თანაავტორი). (2012). საერთაშორისო მარკეტინგი. თბ., უნივერსალი, ISBN 0789941177958; სეთური, მ. (2021). პერსონალური გაყიდვების შესახებ ახალი განმარტება და ქრისტიანული სწავლება (შრომების კრებ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789669261926.