სესიაშვილი ირაკლი კარლოს ძე
სესიაშვილი ირაკლი კარლოს ძე

სესიაშვილი ირაკლი კარლოს ძე (11.I.1974, თბილისი), პოლიტიკოსი, უფლებების დამცველი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ფაკ-ტი (1995); ჰაიდელბერგის უნ-ტი სპეციალობით - გერმანისტიკა; ჰამბურგის უნ-ტი სპეციალობით-ჟურნალისტიკა; ჰამბურგის უნ-ტი სპეციალობით - მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი. იყო ჟურნ. "კავკაზიშე პოსტის" კორესპონდენტი (1995-1997); შპს "საქოტელის" გაყიდვების მენეჯერი (1995-1997); თსუ-ის პედაგოგი (1996-1999); საქართვ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედ. (1997-2004); ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" პროექტის დირექტორი (1999-2003); ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" დირექტორი (2003-2005); თსუ-ის პედაგოგი (2003-2004); სახ. დამცველის აპარატში დეპარტ. უფრ. (2004); ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" დირექტორი (2006-2012). დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის გამგეობის წევრი (2008); საქართვ. პარლამ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012-2016); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავ-რე (2012-2016); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. დიასპორისა და კავკ. საკითხთა კომიტეტის წევრი (2015-2016); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი:"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თელავისა და ყვარლის №27 საარჩევნო ოლქიდან (2016-2020); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავ-რე (2016-2020); საქართვე.  მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (2019-2020); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტი. სიით; საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამ. დიასპორისა და კავკ. საკითხთა კომიტეტის წევრი (2020).

თხზ.:სესიაშვილი, ი. (2001). ქართული ჯარი: კანონსა და სინამდვილეს შორის. თბ., ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება; სესიაშვილი, ი. (2001). სამართლიანი სასამართლოს უფლება. თბ., საია, ISBN: 9992881801; სესიაშვილი, ი. (2006). ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე. თბ., ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება".

ლიტ.:ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015. თბ.