სეხნიაშვილი ცისანა ლადოს ასული
სეხნიაშვილი ცისანა ლადოს ასული

სეხნიაშვილი ცისანა ლადოს ასული (21.XII.1939, თელავი – 2025), დაამთავრა თსუ–ის ეკონ. ფაკ-ტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (1958-1962), შემდეგ - ასპირანტურა (1972), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბა­ზის განვითარება“ (1977). იყო ეკონომიკის ფაკ-ტის სახ. მეურნეობისა და ეკონ. მოძღვრების ის­ტორიის კათედრის დოცენტი (1978-2005), დეკანის მოადგილე (1994-2008), თსუ–ის ქალთა საბჭოს და ფაკ-ტის საბჭოს წევრი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეც. ნაშრომი, 1 მონოგ­რა­ფია და ორი სახელმძღვანელო.

თხზ.: სეხნიაშვილი, ც. (1980). საქართველოს სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება. თბ., საბჭ. საქართვ.; სეხნიაშვილი, ც. (2000). ეკონომიკის ისტორია, ნაწ.I. თბ., უნ–ტის გამ–ბა; სეხნიაშვილი, ც. (2005). ეკონომიკის ისტორია, ნაწ.II. თბ., უნ–ტის გამ–ბა.