სეხნიაიძე გივი გაიოზის ძე
სეხნიაიძე გივი გაიოზის ძე

სეხნიაიძე გივი გაიოზის ძე (01.IX.1958, ახმეტა), დაამთავრა ვ. კომაროვის სახ. ფიზ. მათ. სკოლა (1975) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1980). ს. გ. სხვადასხვა დროს მუშაობდა  თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (1987-1990) და ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტში (1980–1987, 1990-1997). დღემდე მუშაობს იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინ-ტის ნეაპოლის სექციაში (1997-დან, ბოლო პოზიცია  უფრ. მეცნიერ თანამშრომელი). ს. გ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა; დეტექტორები; ელექტრონიკა; მონაცემთა დაგროვების სისტემები. არის მრავალი ადგილ./ საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე, 2000-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „Design and optimization of a hadronic calorimeter based on micropattern gaseous detectors for a future experiment at the Muon Collider“ (Nucl.Instrum.Meth.A 1068, 169703, 2024); „Resistive fine granularity Micromegas: characterization and performance for different spark protection resistive schemes“ (JINST 20, 01, P01012, 2025); ,,A hadronic calorimeter based on resistive micropattern gaseous detectors“ (Nucl.Instrum.Meth.A 1080, 170741, 2025). ს. გ. მუშაობდა სხვადასხვა წამყვან სამეცნ. ცენტრში და მონაწილეობდა მნიშვნელოვან ექსპერიმენტებში: პროტვინოს  მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (რუსეთი, 1980-1987); RISK (1980-1993); GAMS (1986-1996); VES (1986-1996); SVD (1987-1990); ATLAS (INFN sezione di Napoli/CERN LHC, შვეიცარია, 1997-დან); AIDA (KEK, ცუკუბა, იაპონია, 1992-1994); სტოკჰოლმის ტექნოლოგიების სამეფო ინ-ტი (სტოკჰოლმი, შვეცია, 1995-1997); ATLAS-ის განახლების პროგრამა INFN sezione di Napoli, იტალია/CERN LHC, შვეიცარია (2013-2018). ს. გ. ამჟამად მონაწილეობს CERN LHC-ის ექსპერიმენტებში (SND, AdvSND, ShiP) და ჩართულია პროექტში „RD51 (DRD1) - ახალი ტიპის გაზური დეტექტორების შექმნისა და განვითარების პროგრამა“ (2018-დან).