-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
სექანია მიხეილ ალექსანდრეს ძე (05.VI.1978, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ბაკალავრიატი (1999) და მაგისტრატურა (2001). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (1999-2001). დაიწყო დოქტორანტურა ელექტრონული კორელაციების და მაგნეტიზმის ცენტრში, აუგსბურგის უნი-ტის ფიზიკის ინ-ტში (გერმანია, 2001) და წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ფაზური გადასვლები და რეალურ დროში სპინური და მუხტის სიმკვრივის დინამიკა ერთ განზომილებიან კორელირებულ სისტემებში“ (2011). დოქტორანტურის დასრულების შემდეგ მუშაობდა პოსტდოქტორანტად სხვადასხვა უნ–ტებში: ელექტრონულიკორელაციების და მაგნეტიზმის ცენტრში, აუგსბურგის უნ–ტის ფიზიკის ინ-ტში (გერმანია, 2011-2013; 2015-2018), იულიუს-მაქსიმილიანის სახ. ვურცბურგის უნ-ტის ფიზიკის ინ-ტში (გერმანია, 2013-2014), ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის სახ. უნ-ტის ფიზიკის ინ-ტში (გრემანია, 2018-2022). მონაწილეობდა აუგსბურგის უნ-ტის ფიზიკის ინ-ტის) მაღალი წარმადობის გამოთვლების (HPC) კლასტერის შექმაში (გერმანია, 2004-2018). აგრეთვე მუშაობს ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (2015-2021) და უფრ. მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე (2021-დან). მუშაობს აუგსბურგის უნ–ტის გამოთვლით ცენტრში (გერმანია, 2022-დან). არის 20-მდე სამეცნ. სტატიის თანაავტორი.