სეფიაშვილი ლილი მოსეს ასული
სეფიაშვილი ლილი მოსეს ასული

სეფიაშვილი ლილი  მოსეს  ასული  (09.IV. 1931 თბილისი – 1991), ქიმიკოსი, ქიმიის  მეცნ. კანდიდატი (1962),  დოცენტი.  ს. ლ.-მ წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი  და ამავე წელს ჩაირიცხა ფიზ. ქიმიის კათედრის ასპირანტურაში (1954). დაიწყო  მუშაობა ამავე კათედრაზე (1958). პროფ.   ვ. კოკოჩაშვილის  ხელმძღვანელობით ლილი სეფიაშვილმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „პროპილენთან ქლორის თერმული რეაქციის კინეტიკა“, სადაც  კალორიმეტრული გამოკვლევებით აჩვენა, რომ სარეაქციო ჯაჭვების ინიცირება და დაწყვეტა ხორციელდება რეაქტორის ზედაპირზე, ხოლო ჯაჭვების განვითარება მიმდინარეობს აირად ფაზაში (1961). ს. ლ. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის (1963-1974), ხოლო შემდეგ თსუ-ის ქიმ. კინეტიკის კათედრის დოცენტის თანამდებობებზე (1974). იგი კითხულობდა  „ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის“ სალექციო კურსებს  თსუ-ის ბიოლ. და გეოგრაფიის ფაკ-ტების სტუდენტებისათვის, აგრეთვე ქიმ. კინეტიკის სალექციო კურსს ქიმიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის, ხელმძღვანელობდა ლაბორატორიულ სამუშაოებს აღნიშნულ საგნებში. მას გამოქვეყნებული ჰქონდა ლაბორ. პრაქტიკუმის სახელმძღვანელო არაქიმიური სპეციალობის სტუდენტებისათვის. ს.ლ.-ის სამეცნ. კვლევების თემატიკა ეხებოდა რთულ რეაქციათა კინეტიკისა და მექანიზმების შესწავლას, მას გამოქვეყნებული ჰქონდა  30-მდე  სამეცნ. ნაშრომი. წლების განმავლობაში იგი იყო თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს სწავლული მდივანი.

თხზ.: Сепиашвили, Л.  М.,   Кокочашвили, В.  И. (1958). Исследование реакции хлорирования пропилена. Тезисы докладов и объединенной научной сессии Азербайджанского,  Ереванского и Тбилисского универмитетов, 64; Сепиашвили, Л. М. (1959). Кинетика хлорирования пропилена. Труды ТГУ, т. 74; Сепиашвили,  Л.  М. (1959). Влияние кислорода на хлорирование пропилена.  Труды ТГУ, т. 74. სეფიაშვილი, ლ. (1986). ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკურ და კოლოიდურ ქიმიაში. უნ-ტის გამ-ბა.