სეფერთელაძე ზურაბ ხასანის ძე (5. II.1949, ქობულეთი). გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1971), შემდეგ ასპირანტურის კურსი (1976). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. და გარემოს დაცვის კათედრაზე, ამჟამად ბუნებათსარგებლობის გეოგრ. კათედრაზე, ჯერ მასწავლებლად (1978-1984), შემდეგ დოცენტად და პროფესორად (1985-1995), შემდეგ ამავე კათედრის გამგედ (1996-2006). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. დეპარტ.-ის, ბუნებათსარგებლობის გეოგრ. კათედრის გამგე (2006-დან). ს. ზ. შეთავსებით მუშაობდა გეოგრ. ინ-ტის ლანდშაფტების ეკოლოგიისა და გარემოს მონიტორინგის განყ.-ბის ხელმძღვანელად (1999-2003). დაიცვა საკანდ. დისერტ. „ამიერკავკასიის ნოტიო სუბტროპიკული ლანდშაფტის გამოყენებითი დახასიათება (შავი ზღვის აჭარა-გურიის ზღვისპირეთის მაგალითზე)“ (1984), შემდეგ სადოქტ. დისერტ. „ბუნებრივ-ანთროპოგენური კომპლექსების დიფერენციაციისა და ბუნებათსარგებლობის პრობლემები (ანალიზი და სინთეზი)“ (1993). ნაშრომში ავტორის მიერ გაანალიზებულია ბუნებრივ-ანთროპოგენური ლანდშაფტების ჩამოყალიბებისა და დიფერენციაციის პრინციპები და მეთოდები. ბუნებრივ-ანთროპოგენური კომპლექსების ზონირებისას გათვალისწინებულია სამეურნეო ზემოქმედების ხასიათი და ტერიტორიების ათვისება-გამოყენების პოტენციური შესაძლებლობები, შედგენილი აქვს საქართვ. ფიზ.-გეოგრ. ზონირების რუკა. ს. ზ. თანაავტორია 20 სახელმძღვანელოსი, რ-იც უმაღლ. და საშ. სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთათვისაა განკუთვნილი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები საერთაშ. რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტატიები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის თანამშრომლებთან ერთად, რ-ებიც ეხება სუბტროპიკული კულტურების ოპტიმალური ბუნებრივი პირობების შერჩევა-შეფასების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნ. ნაშრომი. იგი თანაავტორია საქართვ. ახალი ლანდშაფტური რუკის (2000, მასშტაბი: 1:100,000, შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის პროექტის ფარგლებში). მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულია 9 სადისერტ. ნაშრომი. არის სამაგისტრო პროგრამების „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ და სადოქტორო პროგრამის „გეოგრაფია“ თანახელმძღვანელი, მუდმივმოქმედი დარგობრივი სადისერტ. საბჭოს თავჯდომარე (2021-დან), არაერთი სახელმძვ. რედ. და რეცენზენტი. კითხულობს ლექციებს საუნ-ტო სწავლების სამივე საფეხურზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ახალგაზრდა სპეციალისტთა აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის (2013), მიღებული აქვს პრეზიდენტის მადლობა და 2018 -თსუ -ის საიუბილეო მედალი. სახელმძღვ.: Сепертеладзе, З. Бондирев И. (2006). Антропогенная трансформация природной среды южного Кавказа. Тб. ISBN 978-9941-0-0586-2; სეფერთელაძე, ზ. (თანაავტორი). (2008). თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია, თბილ. ISBN 978-9941-0-0612-8; სეფერთელაძე, ზ. (2009). ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები. თბილ., ISBN 9789941130441; სეფერთელაძე, ზ. (თანაავტორი), ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია. (2011). სახელმძღვ. უნ-ტის გამ-ბა; ISBN 9789941131943; სეფერთელაძე, ზ. (თანაავტორი). (2013). გეოგრაფია ეკოლოგებისათვის. უნ-ტი გამ-ბა, ISBN 978-99473-269-8; სეფერთელაძე ზ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ.: ფოტოალბომი. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 978-9941-13-364-0. სტატიები:Seperteladze Z., Davitaia E., Aleksidze T., Rukhadze N., Gaprindashvili G. (2014). Assessnent of Agro-Resourse Potential of the Western Georgia and Physical-Geographical Zoning. IJSR – International Journal of Scientific Research. Vol.3., Issue:6. INDIA; Seperteladze, Z; Davitaia, E., Gaprindashvili, G.; Aleksidze, T. (2015). Natural-Geographical Zoning and Geo-Ecologiacal Problems of Georgia’s Black Sea Coas. American Journal of Environmental Protection; Seperteladze, Z.; Davitaia, E.; Alpenidze, M.; Gaprindashvili, G.; Memarne, G.; Kedelidze, N.; Aleksidze, T.; Rukhadze, N. (2017). Subtropical-Humid Agro Landscape Zoning of Adjara Region by Multifactor Approach. Earth Sciences. Special Issue New Challenge for Geography: Landscape Dimensions of Sustainable Development. Vol. 6(5-1); USA, SciencePG; Alpenidze, M.;