-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი საქართველოს პარლამენტის წევრი
სეფაშვილი ეკატერინე თეიმურაზის ასული (1.VII.1973, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ეკონ. და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, საქართვ. პარლამენტის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი საერთაშ. ეკონ. ურთიერთობის სპეციალიზაციით (1995). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების სპეციალობით თემაზე: „საქართველოს პრობლემები და პერსპექტივები შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკურ თანამშრომლობაში“ (2002). დღემდე არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტზე საერთაშ. ეკონ. და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (1999-დან). დღემდე საქართვ. პარლამენტის წევრი (2020-დან). მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართვ. ერთობლივ პროექტში. იყო: მრჩეველი საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (1997-2004), თსუ-ის კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტის დეკანი, ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2005-2006), ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფრ. მოადგილე, მინისტრის მთ. მრჩეველი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრის აპარატში (2006-2015), საქართვ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე და მრჩეველი. მუშაობდა სტრასბურგში, ევროპის საბჭოში მრჩევლად, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის დირექტორატში (2015-2020). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. სტატია როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთის სამეცნ. ჟურნალებში.
თხზ.: Sepashvili, E. (2021). Focusing on Digitalization : Core for National Economic Policies to Compete Globally. გლობალიზაცია და ბიზნესი №12, გვ. 13-20. თბ., ევროპის უნ-ტი; სეფაშვილი, ე. (2023). გაცვლითი კურსები და საერთაშორისო ეკონომიკა: რეგულირების თეორია და პრაქტიკა. ISBN 9879941361302; სეფაშვილი, ე. (2024). გლობალიზაცია: არჩევანი თუ აუცილებლობა?. ISSN 2345-1963; სეფაშვილი, ე. (2024). რესურსების ეფექტიანობის ციფრული ასპექტები, გენდერული თანასწორობა და კონკურენცია გლობალურ ბაზრებზე. ISBN 978795827268; Sepashvili, E. (თანაავტორი). (2024). Georgia Migration Policy in 2010-2022 and Compliance with the EU Migration Approaches. მოამბე ტ.18, №2, გვ. 193-198. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.