-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოქტორი
სბორშჩიკოვი ალექსანდრე იურის ძე (29.III.1983, თბილისი), მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ-ის მათემატიკის ფაკ-ტი (2006). მუშაობა დაიწყო მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში თანამშრომლად (2009–დან). დაამთავრა მაგისტრატურა (2010-2012), შემდეგ დოქტორანტურა (2012-2018) დაიცვა დისერატცია თემაზე:„ზოგიერთი სეისმური პროცესის ალბათურ სტატისტიკური მოდელირება“ (2019), მათემატიკის დოქტორი, უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (2019). დაჯილდოვებულია თსუ-ის მედლით (2016) და საქართვ. გეოფიზიკური ასოციაციის ახალგაზრდული პრემიით (2018). მონაწილეა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების და გამოქვეყნებული აქვს სტატიები:,,Analysis of the relation between the variation of ASY-H geomagnetic indices and the character of internet interdomain routing during the 2003 haloween geomagnetic strom“ (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes" Proceedings, ISBN 9789941361470, Tb., 2023); ,,Temporal analysis of earthquakes and approximation by quantile function“ (International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes" Proceedings, ISBN 9789941361470, 2023).