-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრა (პროფესორთა საბჭოს ოქმებში კათედრა სხვადასხვა სახელით იხსენიება: გეოგრაფიის კათედრა (1921), გეოგრ. და ანთროპოლოგიის კათედრა (1922)). გეოგრაფიის, ანთროპოლ. და ეთნოლოგიის სწავლება თსუ-ში მისი დაარსების დღიდან იყო დაგეგმილი. საარქივო დოკუმენტებში (1917), რ-იც ივანე ჯავახიშვილის ხელითაა შესრულებული, საუნივერსიტეტო საგანთა ნუსხაში ერთგან მითითებულია „საზოგადოებრივი ანთროპოლოგია, გეოგრაფია და ეთნოლოგია“, ხოლო მეორე დოკუმენტში „საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო ფაკულტეტის ანუ განყოფილების საგნები“-ის სიაში – გეოგრაფიის 2 დისციპლინა და ის პიროვნებები, ვინც ეს საგნები უნდა წაიკითხონ: ფიზ. გეოგრაფია (ა. ჯავახიშვილი) და გეოგრაფია (გ. ჯავახიშვილი) [უხლ. ისტ. არქ: ფონდი 471, აღწ. 1, საქმე 41]. მოგვიანებით მათ. და ბუნებისმეტყველების განყ-ბასთან ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ყალიბდება საზოგადო გეოგრ. და ანთროპოლოგიის კათედრა (V. 1920-1930). კათედრის პროფესორი და გამგე იყო ალექსანდრე ჯავახიშვილი [პროფესორთა საბჭოს 1920 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი # 13; უხლ. ისტ. არქ: ფონდი 471, აღწ. 1, საქმე 41 და სხვ.]. ბუნებისმეტყველთათვის კათედრის თანაშმრომლები სხვადასხვა დროს კითხულობდნენ შემდეგ საგნებს: საზ. გეოგრ., ფიზ. გეოგრ., საქართვ. ანთროპოლოგია, საქართვ. გეოგრ. (1924-დან), საქართვ. და მის მოსაზღვრე ქვეყნების გეოგრ. ტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობებიც. კათედრის თანამშრომლები აქტიურად იღვწოდნენ ქართ. სახელმძღვანელოების შექმნისათვის. ამ მიზნით ალ. ჯავახიშვილმა მიმართა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის დეკანატს, რომ გეოგრ. და ანთროპოლოგიის დისციპინებიდან საჭიროა იყო შემდეგი წიგნების დაბეჭდვა: ალ. ჯავახიშვილის „რელიეფის ფორმები“ (პრაქტიკული კურსი), გ. ხუნჯუას „კარტოგრაფიის მოკლე პრაქტიკული სახელმძღვანელო“, ი. ქურდიანის „მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის პრაქტიკული კურსი“ და ვ. კიოპენის წიგნის „კლიმატოლოგიის“ თარგმანი (ი. ქურდიანი). კათედრასთან შექმნილი იყო გეოგრ. კაბინეტი, რ-ის უპირველესი დანიშნულება იყო სადემონსტრაციო მასალით სასწ. პროცესის უზრუნველყოფა. კარტოგრაფიული მასალის დამუშევებისა და რუკების შედგენის მიზნით, აქ არსებობდა კარტოგრაფის თანამდებობა (სერგი ცხაკაია). კაბინეტში მიმდინარეობდა მუშაობა საქართვ. გეოგრ. სხვადასხვა საკითხზე. შედგა საქართვ. სხვადასხვა მხარის გეოგრ. რუკები: აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის, გურიის, აჭარის, მესხეთ-ჯავახეთის. ასევე დგებოდა ოროგრ. პროფილები სხვადასხვა განივკვეთებისათვის. კაბინეტის ფონდი ივსებოდა სამეცნ. თუ სასწ. მასალებით, მაგალითად: ალ. ჯავახიშვილმა შეუკვეთა 200-მდე რუკა გერმანიიდან [უხლ. ისტ. არქ: ფონდი 471, აღწ. 1, საქმე 69, 138]. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის დადგენილებით (16. VI. 1920), სხვა სამეცნ. დარგების გარდა, დოქტორის სამეცნ. ხარისხი შეიძლება მინიჭებოდა გეოგრაფიის 2 დისციპლინაში: 1) გეოგრ. და ანთროპოლოგიაში და 2) ფიზ. გეოგრაფიაში [უხლ. ისტ. არქ: ფონდი 471, აღწ. 1, საქმე 41]. კათედრაზე სხვადასხვა დროს ასევე მუშაობდნენ: ასისტ. ბ. ყავრიშვილი, დოც. გ. ჯავახიშვილი, კარტოგრაფი ს. ცხაკაია, მხაზველი მ. ქავთარაძე, აგრეთვე გ. ნიორაძე და სხვ.
ლიტ.: გაიპარაშვილი, ზ. (თანაავტორი). (2006). პროფესორთა საბჭოს ოქმები: 1917-1926. თბ., უნივერსალი, ISBN 9994051849; ბოლაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2015). ქართული გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ: ფოტოალბომი. თბ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941133640.