სასწავლო პოლიგრაფიული ლაბორატორია
სასწავლო პოლიგრაფიული ლაბორატორია

სასწავლო პოლიგრაფიული ლაბორატორია (7.X.1960). თსუ-ის  ჟურნალისტიკის ფაკ-ტის პოლიგრ. ლაბორატორია გაიხსნა,  როგორც ინოვაციური აკად. სტრუქტურული ერთეული, აღჭურვილი სათანადო ტექ. საშუალებებითა და მოწყობილობებით. დაარსების ინიციატორი–აკად. ივ. მჭედლიშვილი. ლაბორ. მიზანი იყო მასობრივ კომუნიკაციურ საშუალებათა (პრესა, რადიო, ტელევიზია) ზემოქმედების სოციოლოგიური ანალიზი, მიღებულ შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება და ჟურნალისტიკის სამეცნ.-კვლევითი ხელშეწყობა. ლაბორ. ძირითადი ფუნქციები მოიცავდა სტუდენტთათვის ნაბეჭდი სასწ. გაზეთის მომზადების შესაძლებლობის შექმნას. გამოვიდა პირველი ნომერი რ–იც ასახავდა უნ–ტის ცხოვრებას (12.X.1960); მოიცავდა რეპორტაჟებს, კორესპონდენციას, ჩანახატებსა და ფოტოილუსტრაციებს. ლაბორია თანამშრომლობდა ფოტოგრ. და კინოლაბორიის ერთეულებთან (გამგეები: ს. მამასახლისი, თ. ქვარიანი), რაც სტუდენტთა პრაქტ. უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობდა ხელს და აძლიერებდა სასწ. პროცესის პრაქტ. კომპონენტს. ლაბორ. საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჟურნალისტიკის ფაკ-ტის სამეცნ. და სასწ. მუშაობის გაფართოებას. მოგვიანებით მას მიენიჭა ახალი სახელწოდება — „ჟურნალისტიკის სოციოლოგიური კვლევის ტელერადიო ლაბორატორია“. ლაბორ. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა „თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია“ (1990–2000). აღნიშნული სტრუქტურა დღემდე წარმოადგენს ჟურნალისტიკის სწავლებისა და სამეცნ. კვლევის მნიშვნელოვან ცენტრს თსუ-ში. მისი დაარსება საფუძვლად დაედო ფაკ-ტის ინსტიტუციურ განვითარებასა და პრაქტ. მედია-პროცესების სისტემურ ინტეგრირებას სასწ. პროგრამებში.