-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ფილოლოგი
სარჯველაძე ზურაბ ალექსანდრეს ძე (12. III. 1939, სოფ. ჯუნ-ეწერი, ლანჩხუთის რაიონი — 2002, თბილისი.) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. ს.ზ.-მა დაასრულა ლანჩხუთის პირველი საშ. სკოლა და ამავე წელს ჩააბარა თსუ-ში ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბაზე (1957). დაასრულა თსუ (1962) და ასპირანტურა გააგრძელა ძვ. ქართ. ენის კათედრაზე აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „XI-XIII საუკუნეთა ქართული წერილობითი ძეგლების ორთოგრაფიულ-ფონეტიკური თავისებურებანი“ (1967). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები“ (1973) . იგი იყო ძვ. ქართ. ენის კათედრის პროფ. და გამგე. ს.ზ. გორის პედ. ინს-ტის ქართ. ენის კათედრის უფროს მასწავლებლად მუშაობდა (1962-1968). თბილ. ხელნაწერთა ინ-ტის უმცროსი (1968-1970), უფ. მეცნიერ-თანამშრომელი იყო (1970-1975). ამავე წლებში თბილ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის უფ. მასწავლებლად მუშაობდა. თსუ-ის ს/კ ლაბორატორია „ორიონის“ უფროს, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად ინიშნებოდა (1982-1986). იყო სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ქართ. ენის კათედრის გამგე (1994-1997), ამავე უნ-ტის პრორექტორი სამეცნ. ნაწილში (1993-დან). აგრეთვე იკავებდა ქართ. ენის კათედრის გამგის პოზიციასაც (1997-დან). ს.ზ. იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. მან მიიღო საქ. სსრ განათლების სამინისტროს პირველი პრემია (1987), აკაკი შანიძის სახ. პრემია (1993), ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახ. საერთაშორისო პრემია (1994), დააჯილდოვეს ღირსების ორდენით (1997), მიიღო თსუ-ის პრემია და ამავე წელს — გეორგ როზენის სახ. პრემია (2000). ს.ზ. გახლდათ სხვადასხვა უნ-ტისა და ინს-ტის სამეცნ. საბჭოების წევრი, მრავალი სამეცნ. გამოცემის ინიციატორი და რედაქტორი. მას გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სტატია ქართ., რუს. და გერმან. ენებზე. მისი თითქმის ორმოცდაათწლიანი პედ. და მეცნ. მოღვაწეობის შედეგია სახელმძღვანელოები: „ქართული სალიტერატურო ენის ისტორია“ და „ძველი ქართული ენა“, აგრეთვე კორნელი დანელიასთან თანაავტორობით შექმნილი „ქართული პალეოგრაფია“. ს.ზ.-მა მოამზადა და გამოსცა ძვ. ქართ. ენის ძეგლები (იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“, ადიშის ოთხთავი, მათეს სახარება, მარკოზის სახარების გიორგი მთაწმინდისეული რედაქცია), გამოსცა ეკლესიასტესა და ქებათა ქების ტექსტების ელექტრონული ვერსიები. აგრეთვე ხელმძღვანელობდა ქართლის ცხოვრების სიმფონია-ლექსიკონის I და II ტ-ების გამოცემას. დაურთო ლექსიკონები „ქართული მწერლობის“ სერიის ძვ. ტექსტებს. ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ ახ. მასალით შეავსო, ასევე გამოსცა „ძველი ქართული ენის სიტყვის კონა“. ს.ზ.-მა ჰაინც ფენრიხთან ერთად შექმნა „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“. იოსტ გიპერტთან თანამშრომლობით მოამზადა ძვ. ქართ. ენის ტექსტების ელექტრონული ვერსიები, მათ შორის ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): სარჯველაძე, ზ. (1975). ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხები; სარჯველაძე, ზ. (1984). ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი. განათლება; სარჯველაძე, ზ. (1997). ქართული პალეოგრაფია.