სარგსიანი სერჟ
სარგსიანი სერჟ

სარგსიანი სერჟ (Սարգսյան Սերժ, 30.VI.1954, სტეფანაკერტი), საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის სომხეთის პრეზიდენტს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (30.IX.2008).

ს. ს.-მ დაასრულა ერევნის სახელმწ. უნ-ტი  ფილოლოგის სპეციალობით (1979). იგი მსახურობდა სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში (1974). ზეინკლად მუშაობდა ერევნის ელექტროტექნიკურ ქარხანაში (1975-1979).

ს. ს.-ს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: იყო სტეფანაკერტის რუსეთის ფედერაციის ლენინელ ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირის საქალაქო კომიტეტის განყ-ების გამგე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი, სტეფანაკერტის საქალაქო კომიტეტის სააგიტაციო განყ-ების გამგე (1979-1988). მეთაურობდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვით ძალებს (1989-1993), იყო სომხეთის თავდაცვის მინისტრი (1995). ერთი წლის განმავლობაში იგი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების, ხოლო შემდეგ  სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა (2000-2007).

ს. ს. სომხეთის რესპ. პარტიის თავ-რე, ერევნის სახელმწ. უნ-ტის საბჭოს თავ-რე და საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი (2007), სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი (2007-2008), შემდეგ  კი – სომხეთის რესპუბლიკის რიგით მესამე პრეზდენტი (არჩეული მეორე ვადით, 19.02.2008) იყო.

ს. ს.-ს მინიჭებული აქვს საქართვ.  ოქროს საწმისისა (2008) და ღირსების ორდენები (2009).