-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სარალიძე ზურაბ კარპეს ძე (20.II. 1937, თბილისი-15. VIII. 2004, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1960). მუშაობდა საქართ. მეცნ. აკადემიის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობებზე. სიცოცხლის ბოლომდე იყო განყ-ბის ხელმძღვ. (1982-დან) და დირექტორის მოადგილე (1988-2004). კიევში ფიზიკა-ტექნიკურ ინ-ტში დაიცვა დისერტაცია თემაზე ’’პრიზმული დისლოკაციის მარყუჟების დიფუზიური კინეტიკა’’ მეცნ. კანდ. ხარისხის მისაღებად (1967); მოგვიანებით ფიზიკის ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1982). კითხულობდა ლექციებს თსუ-ის კიბერნეტიკისა და ფიზიკის ფაკ-ტებზე, ხელმძღვანელობდა ასპირანტებისა და ხარისხის მაძიებლების საქმიანობას; აგრეთვე სტუდენტების საკურსო და სადიპლომო ნაშრომების შესრულებას. ს. ზ. იყო ათამდე დაცული დისერტაციის ხელმძღ.; მისი სამეცნ. ინტერესების სფერო უფრო გაფართოვდა მას შემდეგ, რაც სათავეში ჩაუდგა მყარი სხეულების ფიზიკის განყ-ებას; იკვლევდა იონური კრისტალების მექანიკურ, ელექტრულ და ოპტიკურ თვისებებს; დადგენილ იქნა, რომ დეფექტების წონასწორული და სტაციონალური განაწილების ფორმირება ორკომპონენტიან მოწესრიგებულ კრისტალებში შესაძლებელია მხოლოდ თვითშეთანხმებულად ორივე ქვემესერში და ხასიათდება რამდენიმე დროითი მუდმივით. ნაჩვენები იქნა, რომ იონური კრისტალების ერთღერძიანი კრისტალების ერთღერძიანი კუმშვითი დეფორმაციის დროს ადგილი აქვს უპირატესი სრიალის სისტემის თავისთავად გამოყოფას სხვა სისტემების თანდათანობითი ბლოკირების გზით. მიღებული შედეგები შევიდა დისლოკაციების თეორიის საერთაშ. მონოგრაფიაში, რომლისთვისაც მას დაუკვეთეს ორი თავი. ს. ზ. არის სამეც. ნაშრომის ავტორი: „Особенности деформации щелочно-галоидных кристаллов под действием сосредоточенной нагрузки“ (Физика твердого тела, 1999, том 41, вып. 11); „Релаксационные процессы в окрашенных кристаллах LiF после совместного воздействия УФ излучения и ударной волныю“ (Физика твердого тела, 2000, вып. 10); „Образование стабилизированных F2+-центров в окрашенных кристаллах LiF под действием внешних полейю“ (Физика твердого тела, 1998, том 40, вып. 11).