სარალიძე მერაბ გრიგოლის ძე (25.IV.1936, ხაშური-04.I.2007), ანიმატორი, რეჟ., სცენარისტი. იყო ანიმაციური ფილმის საერთაშ. ასოციაციის, წევრი; საქართვ. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; საქართვ. ხელოვნ. დამსახ. მოღვაწე (1988). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1960). იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის", გაერთიანება მულტფილმების რედ. (1960-1970); მულტფილმების მთ. რედ. (1971-1995). დამდგმელი რეჟ. ფილმების:"ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე" (ანიმაციური, 1976); "ხარისხის ნიშანი" (ანიმაციური, 1981); "ტყის კვარტეტი" (ანიმაციური, 1984); "სიზმარა" (ანიმაციური, 1986); "ბალადა მომღერალზე" (ანიმაციური, 1987); "საფრთხობელები" (ანიმაციური, 1996); "ქვეყნის მაშენებლები" (ანიმაციური, 1997). სცენარის ავტორია ფილმების: "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები" (1972); "ისევ მზეჭაბუკსა და გველეშაპზე“ (ანიმაციური, 1976); "ხარისხის ნიშანი" (ანიმაციური, 1981); "ტყის კვარტეტი"(ანიმაციური, 1984); "სიზმარა"(ანიმაციური, 1986); "ბალადა მომღერალზე" (ანიმაციური, 1987); "საფრთხობელები" (ანიმაციური, 1996); "ქვეყნის მაშენებლები" (ანიმაციური, 1997).